ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკი: კვარაცხელიას ამ სეზონში გაცილებით უჭირს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 50-ე წუთზე კი თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. ნამატჩევს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- როდესაც პენალტი დაინიშნა, ისმოდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან ყვიროდნენ, თერთმეტმეტრიანი დრეიერს შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გადაწყვიტა თვითონ დაერტყა. ასეა ეს?
- დიახ, გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ თუ პენალტი დაინიშნებოდა, მას უნდა შეესრულებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ
მოხდა.

- ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშის პრობლემა რაში მდგომარეობს?
- არ ვიცი. ეს მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს და იციან, როგორ თამაშობს. გაცილებით უჭირს.

გასაგებია, რომ საერთო აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო იყო, გავლენას ახდენს. მეორე სეზონი ყოველთვის უფრო რთული გამოცდაა. თუმცა, ჩვენ ყველანი ვერ ვახერხებთ მის გადალახვას და არა მხოლოდ კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ