ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა ლობჟანიძე ნაკრებს ისევ შედეგიანი მოქმედებით უერთდება

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში საბა ლობჟანიძეს მორიგი წარმატებული შეხვედრა ჰქონდა -  საგოლე პასი მიითვალა. "ჰათაისპორმა" სტუმრად "მალათიასპორი" 2:0 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აქტიურობით მისმა გუნდმა 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ზე კი შეცვალეს. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს.

საბა "ჯვაროსნებს" ისევ კარგ ფორმაში უერთდება, "ჰათაისპორი" კი, რომელიც სუპერლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, 18 ოქტომბერს "გაზიანთეფს" უმასპინძლებს.

altლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]