ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მაკარიძე მომჯობინდა, მაგრამ ეს თამაშის გარანტიას არ ნიშნავს

AutoSharing Option
დღეს, 4 ოქტომბერს, ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მე-8 ტური "ჟირონა"-"ალმერიას" დაპირისპირებით დასრულდება. როგორც Diariodealmeria წერს, გიორგი მაკარიძე მომჯობინდა და თამაშის შესაძლებლობა ექნება.

31 წლის ქართველ კიპერს ტრავმამდეც ნაკლებად ენდობოდნენ - მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა, ორჯერ კი განაცხადშიც არ იმყოფებოდა.

გასულ სეზონში ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში გიორგი გუნდის ძირითადი მეკარე იყო, მერე კი სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა და თანაც, მისი კონკურენტი, ასევე 31 წლის, ფერნანდო რუბიო "ალმერიას" კაპიტანი გახდა.

ალმერიელები ესპანეთის მთავარ ლიგაში გადასასვლელად წელსაც იბრძვიან - რანგით მეორე ჩემპიონატში მესამე ადგილს
იკავებენ. თუკი ვითარება არ შეიცვალა, ზამთარში, სავარაუდოდ, მაკარიძეს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

altმაკარიძეს აქებენ, კარს კი მისი გუნდის კაპიტანი კონკურენტი იცავს

alt"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან
ორ