"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. ყველა მართლაც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლიათ იმისათვის, რომ "აპოელი" იქ დაბრუნდეს, სადაც მას ეკუთვნის. მჯერა, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება მალე დაბრუნდება".
შეგახსენებთ, ქვილითაიამ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" კარი აიღო, თუმცა გუნდი მარცხისგან (1:2) ვერ იხსნა. საქართველოს ნაკრების შემტევს ერთხელ გიორგი ლორიამ არ გაატანინა.
"აპოელს" კვიპროსის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა აქვს, 18 ოქტომბერს კი "ახნასს" უმასპინძლებს. ქვილითაიას
ქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა