"ვიმედოვნებ, "ჟორჟი" "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს..." - გამოხმაურება ქართველის ბრწყინვალე თამაშზე

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "სერენმა" "ზულტე ვარეგემს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ბელგიურ მედიაში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ გულშემატკივრების ემოციებს:

"მოდით, ამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელით დავტკბეთ, რადგან მომდევნო წელს ისინი, დიდი ალბათობით, ჩვენთან აღარ იქნებიან. შესაბამისად, ვეღარ გაგვაბედნიერებენ თავიანთი თამაშით".

"დაბრუნდი "მეცში", გვჭირდები..."

"ის იჯარით ისევ "სერენში" დააბრუნეს. ამ დროს მგონია, რომ ჩვენებმა ბურთის გაჩერებაც კი არ იციან".

"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის "მეცთან" ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ლიგა
1-ში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც უკან დაბრუნება მოუწიათ. შესაძლოა, კონტრაქტის გასვლის შემდეგ საერთოდაც დატოვოს "მეცი".

"და "მეცს" დან*რეული აქვს, რა საშინელი არჩევანია".

"მინდა მივულოცო გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს ეს შესანიშნავი შეხვედრა. სიღრმისეულად ვთამაშობდით და ასე განაგრძეთ. მიქაუტაძე უბრალოდ დიდებულია".

"ვიმედოვნებ, ჟორჟი "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს. ისინი ამას იმსახურებენ და ბევრი ადგილიც აქვთ".

"ის ახლა "მეცის" დონეზეა, ნიანეს ბევრად სჯობს... მაინტერესებს, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი".


მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლაც ბელგიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი სახუმარო საქმე არაა.არველაძის გარდა ვინმე ქართველი გახსენდებათ ასეთ ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეესრულებინოს?
Master
12:33 05-10-2021
0
ძალიან ნიჭიერია. მეგოლის ტალანტი აქვს. სისხარტე, ბურთის ალღო, ჟინი და თავდაჯერება. და კიდევ აშკარად ეტყობა მტკიცე და დამოუკიდებელი ხასიათი, 20 წლის ასაკში კაცია და არა ბიჭუნა, როგორც საქართველოში გაზრდილები არიან ხოლმე ხშირად მაგ ასაკში. თუ სწორად განვითარდა, ბევრი იმუშავა და ტრავმებიც აირიდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
არტ
12:56 05-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული