ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში და დაპირისპირება ძველ მეტოქესთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ჟუპილერ ლიგის უკანასკნელ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, Sofascore-მა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მიქაუტაძეს საუკეთესო შედეგი აქამდე 7.3 იყო, "ვარეგემთან" მატჩის შემდეგ კი 9.2 დაიმსახურა.

სიმბოლურში ქართველი ფეხბურთელის მსგავსი (ყველაზე მაღალი) შეფასება მისსავე თანაგუნდელ ანტონი ბერნიეს აქვს, რომლის ანგარიშზეც 2 შედეგიანი პასი იყო (ერთ-ერთი სწორედ მიქაუტაძის მისამართით) და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ოქტომბერს, "სერენი" "როიალ უნიონს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ეს გუნდები გასულ წელს ბელგიის რანგით მეორე ლიგაში გამოდიოდნენ, ბომბარდირობისთვის კი "ჟორჟს" მათი ფორვარდი დანტე
ვანზიე ეცილებოდა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე გათამაშებაში უკვე 7 გოლი და 3 საგოლე პასია (მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გოლია).

alt"ვიმედოვნებ, "ჟორჟი" "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს..." - გამოხმაურება ქართველის ბრწყინვალე თამაშზე

altმიქაუტაძემ, გოლები "შემოვინახე" და საქართველოდან დაბრუნების შემდეგ უნდა გავიტანოო

altმიქაუტაძე: სამ დიდ გუნდთან დავმარცხდით, "ზულტე ვარეგემს" უნდა მოვუგოთ