"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში გაძევებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (პლუს, ერთი მატჩი პირობითი) და 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭოზე იქნა მიღებული, - იტყობინება Voetbalprimeur-ი.
იმის მიუხედავად, რომ გიორგის დარღვევა უნებლიე იყო, ჩათვალეს, რომ "დაზარალებულ" პეტერ გერკენსს შეიძლება მძიმე ტრავმა მიეღო.
walfoot-ის ცნობით, "გენტს" უფლება აქვს, მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ასეთ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს.
. მეორე მხრივ კი ეს მომენტი აჩვენებს რომ ჩაკვე ყველა ბურთზე იბრძვის რაც ჩვენი შემტევებისათვის საერთოდაც არაა დამახასიათებელი. გიორგი თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ეჩვევა ბელგიაში და ღმერთმა ქნას ტრავმები აღარ ქონდეს, ძალიან მაგარ თამაშს აჩვენებს ახლო მომავალში. წარმატებები!