"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში გაძევებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (პლუს, ერთი მატჩი პირობითი) და 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭოზე იქნა მიღებული, - იტყობინება Voetbalprimeur-ი.
იმის მიუხედავად, რომ გიორგის დარღვევა უნებლიე იყო, ჩათვალეს, რომ "დაზარალებულ" პეტერ გერკენსს შეიძლება მძიმე ტრავმა მიეღო.
walfoot-ის ცნობით, "გენტს" უფლება აქვს, მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ასეთ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს.
ჩვენების წინააღმდეგ რომ ეთამაშათ ასე არ მოგვეწონებოდა.