ჩაკვეტაძეს სადისციპლინო განაჩენი გამოუტანეს - "გენტს" გასაჩივრების უფლება აქვს

AutoSharing Option
"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში გაძევებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (პლუს, ერთი მატჩი პირობითი) და 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭოზე იქნა მიღებული, - იტყობინება Voetbalprimeur-ი.

იმის მიუხედავად, რომ გიორგის დარღვევა უნებლიე იყო, ჩათვალეს, რომ "დაზარალებულ" პეტერ გერკენსს შეიძლება მძიმე ტრავმა მიეღო.

walfoot-ის ცნობით, "გენტს" უფლება აქვს, მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ასეთ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ორი მატჩის გამოტოვება არაფერია, მაქსიმუმ ორი კვირაა და ტრამვა რომ მიეღო მართლა ცოდო იქნებიდა ის ფეხბურთელი. ზოგადად სწორად მიმაჩნია ფეხბურთსი მსგავსი მეთოდებით ბრძოლა უხეშობის წინააღმდეგ. დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს ფეხბურთელები. უნებლიე თუ განზრახ, ორივე უნდა ისჯებოდეს რომ ყველამ რიდით ითამაშოს.

ჩვენების წინააღმდეგ რომ ეთამაშათ ასე არ მოგვეწონებოდა.
სწორია
23:11 05-10-2021
4
დაეხვრიტათ ბარემ:))
Juve
23:01 05-10-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული