ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ევროტურნირები გუნდს შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარება - თემურ ქეცბაია 13 წლის შემდეგ

AutoSharing Option
"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსულ სატელევიზიო შოუში იმყოფებოდა. ქართველმა სპეციალისტმა ევროტურნირების მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც მან ფამაგუსტის კლუბი 13 წლის შემდეგ დააბრუნა:

"მომზადებაში პრობლემები გვქონდა და ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე დაიძლევა. ჩვენ რეიტინგის სათავეში მრავალი მიზეზის გამო არ ვართ, მკაფიო მიზანი კი ჩემპიონობაა.

"ანორთოსისის" მსგავს გუნდს კონფერენს ლიგის თამაშები ძალიან სჭირდება. ფინანსური დახმარება დიდია, რაც გუნდს შეუფერხებლად ფუნქციონირებაში ეხმარება.

Sportall.Ge

ევროტურნირებზე 13 წლის შემდეგ დავბრუნდით. ეს  დიდი დროა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას ყოველ წელს შევძლებთ. შესანიშნავი გუნდი ვართ."

შეგახსენებთ, "ანორთოსისში" გიორგი ლორია,
ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

მომზადებულია philenews-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ