საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ბიჭებო! რას იტყვით, წინადადება მაქვს ასეთი და მხარს თუ ამიბავთ, ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთელებს, ერთი კარგი შემლოცველი ხომ არ მოვუყანოთ? ეგება მოხდეს სასწაული და ბოლო, ბოლო ათამაშდნენ? რას იტყვით ღირს წვალებად?
გიო
10 ოქტომბერი 2021 12:58
2
უთავმოყვარეო და ღირსებადაკარგული ლუზერები
მამუკა
10 ოქტომბერი 2021 12:32
0
კობიაშვილს პარლამენტი და ფედერაციის პრეზიდენტობა არ ყოფნის რაღაც მესამე თანამდებობაც უნდა დაუმატოთ აშკარად ვერ იხარჯება როგორც ეს ვითომ ფეხბურთელები.
მამუკა
10 ოქტომბერი 2021 12:21
2
ბოლო ხავსი იყო რომ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ერთად ვერ თამაშობდნენ თორემ მათ გამჩერებელი არავინ იყო. ეს მითიც დაინგრა, სასწრაფოდ რაღაცა გვაქვს მოსაფიქრებელი რომ მაგას ჩავეჭირდოთ! ხავსიც გამოგვაცალეს!
სიმართლე
10 ოქტომბერი 2021 12:18
1
არ დაიდარდოთ წინ კოსოვოა!!! მათაც ხომ უნდა ვასიამოვნოთ!!!
10 ოქტომბერი 2021 12:36
0
ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია არ ვუყურებ. სამწუხაროდ არანაირი სანახაობა. არანაირი სიამოვნება.
აევკლ
10 ოქტომბერი 2021 12:17
0
აბა საიდან მიხვდი, რომ წავაგეთ?
Fubjg
10 ოქტომბერი 2021 17:55
0
კობიაშვილო და ფეხბურთის ფედერაცისდ წოდებულო "კობის საძმოვ"-არ გაგიგიათ,ნაკრები ფედერაციის მუშაობის შეფასების სარკეაო? ქვეყნის ნაკრებმა მე-6 თამაში წააგო და ასდეთი თამაშით,დიდი ალბათობით დარჩენილ 2 თამაშსაც წააგებს.გაიღვიძეთ! საქმით აიღეთ პასუხისმგებლობა(და არა ისე თქვენ რომ გჩვევიათ,ვიღებთ პასუხისმგებლობასო და ამ სიტყვებით მთავრდება თქვენი ქმედება) გვერდი შეიბრუნეთ.გადადექით! წადით! წადით! და ეს თქვენი მოყვანილი მწვრთნელიც თან გაიყოლეთ.
mamulo
10 ოქტომბერი 2021 12:01
1
არ იდარდოთ ძმებო! ყველაფერი კარგად-ქართულ ჯიგრულ პონში მიდის, წავაგეთ,მაგრამ მთავარია: კანკავამ მე-100 მატჩი ითამაშა,კვარამ ჭანკვემ და მიქაუტაძემ ერთად ითამაშეს,თანაც კვარამ მოედნის ცენტრში ორი კაცი მოატყუა მისი სატრაფერო ფასი 20მილიონია და მსოფლიოს 500 ტოპ ფეხბურთელთა სიაშია.ამბობენ, კალა-კობიაშვილის საძმო ფეხბურთის განვითარების ახალ, 10 წლიან გეგმაზე მუშაობენო,ასევე კობისთვის მესაე თანამდებობის შერჩევის პროცესი აქტიურად მიდისო,ასე რომ.......
ჩასაფრებული
10 ოქტომბერი 2021 11:37
8
ქართული ფეხბურთი მკვდარია უკვე 21 წელია ესეც თქვენი დამოუკიდებელი ფეხბურთი.
Gogi
10 ოქტომბერი 2021 11:30
3
ოფიციალურად დაკანონდეს რომ ჩვენ ფეხბურთელებს თამაშის წინ მწარე დაფქული წიწაკა ამოუსვან რომ ირბინონონ მინდორზე და გამწარებულებმა ეგებ გოლიც გაიტანონ…
ნამდვილად ასეა საჭირო
10 ოქტომბერი 2021 11:29
1
განცდა მეუფლება ფეხბურთი არის სხვა სპორტის სახეობა საქართველოს ნაკრები კი გამოდის სულ სხვა სპორტის სახეობაში. თავს ნუ მოვიტყუებთ ციფრები და სატურნირო ნდგომარეობა არ ტყუიან . რეალურად ვართ სუსტი ნაკრები სუსტი ფეხბურთელებით პლიუს გაუგებარი კვალიფიკაციის მწვრთნელით და ვართ იმ ადგილზე სადაც უნდა იყოს ასეთი დონის ნაკრები. 1 ქულით ფსკერზე გოლებს თავი დავანებოთ უუნარო "ცვეთადი"ს პოზიციაში, სამოყვარულო დონეზე "მეცხვარეებთან" კარისკენ დარტყმას ნახევრად მწვავე მომენტის შექმნას ვერ ახერხებს გუნდი მატჩების 90 პროც: კარში დარტყმაზე და გოლზე ხომ საერთოდ ლაპარაკი აღარაა. არა ფიზიკა არა სისწრაფე არა სწორი პოზიციური აყვანა მეტოქის, არა სწორი პირიქით "დაბნეული" ბურთის გორება რატომ იმიტომ რო ფეხბურთელებს მეტი კლასი არა აქვთ უბრალოდ განა არ უნდათ. დამიჯერეთ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ალბანეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბოსნია, ან ცოტა ძლიერი უკრაინა , თურქეთი, რუსეთი სერბეთი. ან ამ კალიბრის ნაკრებები პირველი ეშელონის გუნდებზე არ ვლაპარაკობ. უმწვრთნელოდ რომ გამოვიდნენ, გაგვიტანენ იმდენს რამდენიც დაჭირდებათ. და მატჩის შემდეგ გვეტყვიან მეტოქეს პატივს ვცემთო გაგვიჭირდებოდა ვიცოდითო და ასეთი დიპლომატიური პირფერობებით "ვითომ" მარა გულის სიღრმეში "ხომ არ გაციებთ" სინამდვილეში დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთო . ანდორას აზერბაიჯანის ლიტვის და მალტის და ამ საფეხბურთო ჯუჯების დონის ნაკრებად ვართ ქცეული უკვე კარგა ხანია სამწუხაროდ. და კიდევ ჩვენთან რომ ტალანტებს და ამომავალ ვარსკვლავებს ეძახიან მასეთი დონე იტალიის პრიმა ვერას 19 წლამდელებში კონა ათ შაურათაა დამიჯერეთ.
Anj: Vikario
10 ოქტომბერი 2021 11:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული