საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
მეორეს მხრივ იქნებ ბოლო-ბოლო ვინმემ დაინახოს რომ გლობალური რეორგანიზაციაა გასაკეთებელი, ახალი ხედვა და პროგრამაა შესამუშავებელი!
zviads
09 ოქტომბერი 2021 23:39
1
არც მათრახიანი მწვრთნელი გვყავს და არც კარგი ცხენები
დჭ
09 ოქტომბერი 2021 23:36
3
მოკლეედ! ესენი არ არიან ქართველები! ამათ არც ჯიგარი აქვთ და არცს სისიხლი, არც გული და არც სული! დღეს მაინც როგორ ვერ უნდა ეომათ და როგორ არ უნდა მოეკლათ თავი! არა არა, ამათ მართლა ნუღარ ვაფინანსებთ! რაც უნდათ ის ქნანნ! წიტაიშვილი რატო არ ათამაშეს კიდე ვერ მივხვდი ეგ ცალკე!
გიო
09 ოქტომბერი 2021 23:29
4
ბრძოლაში არ შედის აშკარად ბევრი, ეშინიათ ტრამვის ,გუნდებში უკეთ ბრძოლობენ,
giga
09 ოქტომბერი 2021 23:20
1
ხალხო გაიგეთ ერთი რამ.ამათ რამდენი მწვრთნელიც არ უნდა მოუყვნო და ვინც არ უნდა მოუყვანო არაფერი ეშველებათ და არაა აქ მწვრთნელის ბრალი არაა გაიგეთ რა ვახ და თავს ნუ იტყუებთ მართლა.ფეხბურთს უნდა დიდი ფული როგორც არველაძემ თქვა მორცა და გათავდა.
I
09 ოქტომბერი 2021 23:20
4
გუნდი, რომელიც მსოფლიოს შესარჩევში ბოლო 16 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ თამაშს მოიგებს, ამიხსენით ასეთ გუნდს მომავალი აქვს? ასე რომ ეს პრობლემები გუნდს ახლა არ დაწყებია.
გია
09 ოქტომბერი 2021 23:19
1
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე კი ყავდათ ამოკეტილი მაგრამ ლობჟანიძეს რჩებოდა სივრცეები და საერთოდ ვერ შეძლო თამაშის გამწვავებაც კი, არ მესმის რატომ არ შემოუშვა წიტაიშვილი, გასულ მატჩებში რაც ითამაშა საუკეთესო იყო და რით ვერ დაიმსახურა დღეს თამაში. დარწმუნებული ვარ ბევრად სახიფათო იქნებოდა ჩვენი გუნდის შეტევა წიტაიშვილს რომ ეთამაშა, ამით ხვიჩას და ჩაკვეტაძესაც გაეხსნებოდათ ზონები და შეძლებდნენ თავიანთი უპირატესობების გამოვლენას, ლობჟანიძეს ნაკრებში ძალიან უჭირს ეს არაერტხელ გამოჩნდა. და კიდევ ერთი, აბურჯანიას მაგივრად კვეკვესკირი უნდა მდგარიყო
Rezo
09 ოქტომბერი 2021 23:18
1
რა გჭირთ ხალხო? გადით და თქვენ ითამაშეთ უკეთესად.გულშემატკივარი კი არა უმრავლესობა დაბოღმილები ხართ.გული კი არ გწყდებათ არამედ იბოღმებით.კომენტატორები ხო საერთოდ...მეტოქის შეტევას ისეთი რიხით და სიამოვნებით ხვდებიან რო ვერ ვიგებ თითქოს უხარიათ აი გვიტევენ და ეხლა გაგვიტანენო.
???
09 ოქტომბერი 2021 23:16
49
და კაცურად მითხარი შენ მოგწონს ჩვენი ნაკრების თამაში?
ჯიჯი
10 ოქტომბერი 2021 00:01
1
ვაისი სანატრებელი გახდა,მაგარი უჯიგრო ნაკრებია
მახო
09 ოქტომბერი 2021 23:13
3
უნიჭობის ფესტივალი, არ მიკვირს რაც მოხდა იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთები ფიქრობენ ყველაფერზე ფეხბურთის გარდა, ხშირად ჟურნალისტებიც (ყველაზე უნიჭო და გარყვნილი კასტა ადვოკატებთან ერთად) ყველაფერს ეკითხებიან მათ, რას ფიქრობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, პოლიტიკაზე, იციან თუ არა ბორშჩის ან საცივის მომზადება, სექსუალური უმცირესობის საკითხებზე. ესენიც დგანან და სპინოზას სახით პასუხობენ ამ შეკითხვებს და თავი ალბათ ყველაფრის მცოდნეები გონიათ. არავინ ასწავლის (რომ არ იციან ფაქტია) რომ გულშემატკივარი არის სამშობლო რომლის გულისთვისაც უნდა თამაშობდნენ და თუ არ შეუძლიათ თვითონ მიდიოდნენ ნაკრებიდან. ფეხბურთელების გაკრიტიკება ხომ სასიკვდილო ცოდვაა (დღეს ძლივს ამოიკვნესეს კომენტატორებმა რომ დავიტანჯეთ ამათი ყურებითო), ამის წინ დიდ მანუჩარს (მაჩაიძე) ვუსმინე როგორ მართლა ამბობდა ინდივიდუალიზმი მოკლეს, მართალა ინკუპატორში გამოყვანილებს გვანან სუყველა, ამასთან ნამდვილად მგონია რომ ვერ აზროვნებენ, არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და რასაც ჩასძახებენ იმის ამოძახებით არიან დაკავებული, თავიანთი საქმის გარდა ყველაფერს აკეთებენ, იცავენ სხვის უფლებებს (ჩვენ რომ ნერვები გვაწყდება მაგათ თამაშზე ეს არ ადარდებთ) კესარიას დროშებს აფრიალებენ (ზოგიერთი) და არ გამიკვირდება პოლიტიკური განცხადებები რომ აკეთონ ამ თავისი საქმის არ მცოდნეებმა. ისე ლომჯარია შენც მოგმართავ ათას ნეხვს რომ იცავ ერთი განცხადება გააკეთე ჩვენი გულშემატკივრების ნერვების დასაცავად.
ზაალი
09 ოქტომბერი 2021 23:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული