საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ძალიან სუსტი ნაკრებია, ბურთი ცენტრამდე ვერ ააქვთ, ვერ აკონტროლებენ და უცებ კარგავენ. არ გვყავს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელები, მეორე სართულზე ამიტომ გვჩაგვრავენ. დასკვნის სახით, ნაკრების დონეზე ვერ არიან ლორია, კაკაბაძე, აბურჯანია. რეგულარულად უთამაშებელი ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ: ეს ეხება მაგ. დვალს, გიორბელიძეს, ჩაკვეტაძეს. კუპატაძეს დავაყენებდი კარებში, კაკაბაძის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ჯიღაურს, მარცხენაზე აზაროვს, ცენტრში დვალის ნაცვლად კობახიძეს, აბურჯანიის ნაცვლად მამუჩაშვილს ან კვეკვესკირს. წიტაიშვილისა და ყაზაიშვილის გამოყენებაც შეიძლებოდა, ჩაკვეტაძის ნაცვლად 10 ნომერად. ამ ეტაპზე ნაკრებისთვის მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ: მიქაუტაძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, კანკავა და ხოჭოლავა
ვახო
09 ოქტომბერი 2021 22:41
7
ძაან მაინტერესებს, აბსოლუტურად ლოგიკურ კრიტიკას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ "ვიღაცეებზე", ფეხბურთელები რო გონიათ თავი, ტიპები დისლაიკს უკეთებენ, ვინ ხართ? რაში არ ეთანხმებით საერთო აღშფოთებას თქვე არასწორეებო!DDD.
gela
09 ოქტომბერი 2021 22:39
3
სანიოლი მწვრთნელი არ არის. კარგად ხნის წინ სცადა მწვრთნელობა და არ გამოუვიდა. მერე აღარც უცდია და ახლა საქართველოს ნაკრებზე პროფესიაში ვარჯიშის საშუალება მისცა კობიაშვილმა. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია, არც სტრატეგია არც ტაქტიკა. ისიც კი არ იყო ცხადი პირველ ნომრად ვთამაშობდით თუ მეორედ. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მწვრთნელის ტაქტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ნერვები არ მაქვს. ამ ფეხბურთელებითაც კი შეიძლება უკეთესი გუნდის გაკეთება მაგრამ ამას მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი.

არტ
09 ოქტომბერი 2021 22:36
1
სანიოლი მწვრთნელი არ არის. კარგად ხნის წინ სცადა მწვრთნელობა და არ გამოუვიდა. მერე აღარც უცდია და ახლა საქართველოს ნაკრებზე პროფესიაში ვარჯიშის საშუალება მისცა კობიაშვილმა. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია, არც სტრატეგია არც ტაქტიკა. ისიც კი არ იყო ცხადი პირველ ნომრად ვთამაშობდით თუ მეორედ. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მწვრთნელის ტაქტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ნერვები არ მაქვს. ამ ფეხბურთელებითაც კი შეიძლება უკეთესი გუნდის გაკეთება მაგრამ ამას მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი.

არტ
09 ოქტომბერი 2021 22:35
10
ეგ ესპანეთთან უკვე აშკარად გაცხადდა
: )))))))
09 ოქტომბერი 2021 23:14
2
აბა რა მოიყვანეთ ვაისი
ABCABC
09 ოქტომბერი 2021 22:41
2
Rqc amat win da ukan trevas finansebi unda jobia is tanxa ragac qvelmoqmedebas moxmardes,
Juve
09 ოქტომბერი 2021 22:35
1
ერთი ქულა 6 ტურში ესა კატასტროფული შედეგი თან აქამდე თუ იმას ვამბობდით რომ ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვთამაშობთ ფეხბურთელები გვაკდებოდნენ ეს არ იყო დღეს ბოლო წლებში ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა გყავდა რაც შეიძლებოდა მხოლოდ კიტეიშვილი და კვირკველია გვაკლდა.
კვარაცხელია ჩაკვეტაძე მიქაუტაძე ლობჟანიძე ყველა გულშემატკივარი 10 დან 9 ამ ბიჭებს ისურვებდა შეტევაში მაგრამ დღეს ეს თამაში იყო კატასტროფა ერთი რეალური მომენტიც კი ვერ შევქმენით მოწინაღმდეგემ გვაჯობა ყველაფერში ბავშურ შეცდომებს ვუშვებდით, გასაგებია რომ შეიძლება წააგო მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა სამშობლოს სიყვარული თავმოყვარეობა ღირსება როდემდე უნდა ვიყოთ ყველა ევროპული ნაკრებისთვის სასურველი მეტოქეები რაც შეეხება მწვრთნელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ვაისი და ქეცბაია მომენატრებოდნენ დეჟავუ მაქვს კუპერის საქართველოს ნაკრებთან.
გურამო
09 ოქტომბერი 2021 22:34
2
ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ!
რა გვეშველება?
09 ოქტომბერი 2021 22:33
1
აღიარონ ამათ-არიან ჭ კლასი,იმიტომაც არ თამაშობენ ევროპის წამყვან ლიგებში-სადაც არიან იქაც აგენტების მარიფათით თორე მე რო გუნდის პრეზიდენტი ვიყო ამათ ნაღდად არ ავიყვანდი.
მწვრთნელი ცალკე თემაა-მე დამნიშნეთ,უხელფასოდ Home office დავაყენებ ამაზე უფრო აზრიან შემადგენლობას და whattsappით გამოგიგზავნით.
Levani
09 ოქტომბერი 2021 22:33
1
ფრე 90 წუთის განმავლობაში სწორედ მონდომების ხარჯზე იყო, ნაღდად ვერ დავაბრალებ ამ შეხვედრაში უჯიგრობას და ა.შ. მაგრამ ფეხბურთში მთავარი ეგ არაა, გვყავს სუსტი ცენტრალური ნახევარდაცვა, რომელიც სწრაფად ვერ ანაწილებს ბურთს და სივცეს ვერ ქმნის, ასევე ცენტრალური მცველიც რომელსაც შეუძლია შეტევების დაწყება, დაცვის ფლანგებზეც საკმაოდ შეზღუდული თვისებების მქონე ფეხბურთელები გვყავს. ამიტომ იყო კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ბურთი მათთან ნელა მიდიოდა და უკვე ბურთს როცა იღებდნენ სივრცეები აღარ ქონდათ, თან არ დაგავიწყდეთ ევროპაში სივცეების ათვისებაში ერთერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით. მათ წინააღმდეგ ბევრ გუნდს არ გამოდით თამაში და ბუნებრივია არც ჩვენ გამოგვივიდა. მთლიანობაში კლასიკური დასასრული ქონდა შეხვედრას, რასაც ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რატომ ხდება.
პელიდი
09 ოქტომბერი 2021 22:32
24
კაცურად, სად დაინახე ამათი ჯიგრული თამაში?
Giusha3232
09 ოქტომბერი 2021 22:43
1
აბა გამოხტით ახლა ისევ ფეხბურთის "პროფესორებო,მცოდნეებო და მოყვარულებო", ხვიჩა-ჩაკვე-ქვილითა-ლობჟანას ადვოკატებო და კიდევ თქვით რომ არა ვარ მართალი როდესაც ვამბობ--- ეროვნულ ნაკრბში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით გამოცდილი ხალხი!
Jango
09 ოქტომბერი 2021 22:32
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული