საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ანუ, კობიაშვილის მოსვლის მერე თამაში არ მოგვიგია შესარჩევზე. გესმით ხალხო?
Რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2021 22:32
8
და რომ მოგვეგო არ გაგიკვირდებოდათ???
???
09 ოქტომბერი 2021 22:51
4
ერთადერთი რაც მართლაც "იდეალურად" გამოსდით ბიჭებს, არის პასები უკან, თავიანთ სათამაშო ნახევარზე, აბა წინ ვერ გარბიან და ასე მაინც ითამაშონ.
ამასაც თუ თამაში ქვია?!
09 ოქტომბერი 2021 22:32
2
ნაკრები 0. მწვრთნელი 0.ჯიგარი 0.პასი 0. ამაზე უჯიგრო და სამარცხვინო ნაკრები არ მეგულება დედამიწაზე. 30 წელია არ მითქვია აუგი ნაკრებზე მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
Endo
09 ოქტომბერი 2021 22:31
4
ხალხო, ცოტა იქნებ დაფიქრდეთ, ჩაუღრმავდეთ. პრობლემა უფრო ღრმაა, და რამე ახალს და ჩემ მოგონილს კი არ ვწერ.... ქვეყანაში სადაც ყველაფერი უკან მიდის, სადაც ტყუილი მართალია, სადაც მართალი ტყუილია, სადაც ყველაფერი შეიძლება ყველაფერი მოსულა, სადაც...... ჭკნება სიცოცხლე, სადაც ხელმძღვენელი პირები მონები არიან,იქ ვერც ფეხბურთი წავა წინ.შეიძლება სადღაც რაღაც გაარტყა, მაგრამ ესეც კანონზომიერებაა. ამიტომ რაც ეხლა ხდება ლოგიკურია და ყველაფრის ღირსები ვართ.
რამდენჯერ , სამწუხაროდ
09 ოქტომბერი 2021 22:31
11
კაკაბაძეს საბერძნეთთან კარგი სტატისტიკა აქვს. 1 გოლი და 1 საგოლე პასი
Eh ravici
09 ოქტომბერი 2021 22:31
3
ან საერთოდ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გოლ+ პასი ამ შესარჩევში საუკეთესო შედეგია
Eh ravici
09 ოქტომბერი 2021 22:39
3
Უყურეთ ჭიდაობას,რაგბს,მძლეოსნობას,მკლავჭიდს- ეს სახეობებია მხოლოდ ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან და იმიტომაც გვაქ საწაული შედეგი!
უყურეთ ჭიდაობას,რაგბს,მძლეოსნობას,მკლავჭიდს თუ გინდათ,რომ იამაყოთ რომ ქართველი ხარ!
jordan beli
09 ოქტომბერი 2021 22:30
3
ალალად თქვით ვინმეს მართლა გჯეროდათ რომ ძალიან ჟილკიან და ძალიან იღბლიან საბერძნეთს,რონელსაც რეალური შანსი აქვს მსოფლიოზე გასვლის მოვუგებდით?შანსი არ იყო.ერთადერთი ჩაკვეტაძემ ითამაშა ნორმალურად.ეს ლობჟანიძე თურქეთში როგორ თამაშობს კარგად ძალიან მიკვირს.ფრე უფრო ლოგიკური იყო საერთო ჯამში,მაგრამ როგორც ყოველთვის ბერძნებს გაუმართლათ.რაც ქვეყანაა ის ფეხბურთია.გასაკვირი არაფერია...
Master
09 ოქტომბერი 2021 22:28
9
არ იცის მაგ კაცმა მწვრთნელობა... არც ჩვენ ვიცით თამაში.. შესაბამისად არც ის აწვალოთ და არც ჩვენ გვაწვალოთ
Mose
09 ოქტომბერი 2021 22:27
0
ერთი კარგი სათამაშო ფორმები ჩააცვით ბიჭებს, ეგება თამაშის ხარისხზედაც იმოქმედოს, თორემ უხარისხო თამაში და პლიუს ეს გოიმური ფორმები , უკვე ნამეტანია.
ბაჩო.
09 ოქტომბერი 2021 22:26
5
უკეთეს ფორმის ხათრით შეიცვლებიან და მოიგებენ? გონზე არ არიან ფეხბურთის და თუ გინდა ძოწეულით მოსილი ფორმა ჩააცვი
: )))))))
09 ოქტომბერი 2021 23:22
0
ხვიჩას თმა-წვერი და ამათი ეკიპირებაა ვითომ ჩვენი პრობლემა? ღირსება და ქვეყნისა და ხალხის პატივისცემაის დეფიციტია!
ანრი
09 ოქტომბერი 2021 23:13
1
შეეშვით ამ ფეხბურთს ვეღარ მიხვდით რომ არაფერი გამოდის? ფულს რაში ხარჯავთ, რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე. რამდენი ოპერაცია დაფინანსდებოდა და რამდენი ადამიანი გადარჩებოდა. სავსეა ინტერნეტი ავადმყოფებით, გვიშველეთ 1 ლარი გადმოგვირიცხეთო.
მამუკა
09 ოქტომბერი 2021 22:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული