"კვარაცხელიას თუ რაიმე არ გამოუვა, არ უნდა „დამჟავდეს“ და დანებდეს“ - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიოქდენიზ კარადენიზი „რუბინში“ 2008-18 წლებში თამაშობდა, 226 მატჩში 39 გოლი გაიტანა, ამ გუნდის ლეგენდად ითვლება. ახლახან ყაზანში იმყოფებოდა, sportbox-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

- ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. როგორ ფიქრობთ, მასზე რამდენად იმოქმედა იმან, რომ ზაფხულში ევროპაში არ გაემგზავრა?
- კითხვის ასეთ დასმას არ ვეთანხმები. ასევე, „რუბინის“ ჩავარდნა არ არის დაკავშირებული „რაკუვთან“ წაგებასთან. თუ ფეხბურთელს თამაში არ მისდის - შესაძლოა, ცუდად ვარჯიშობს ან მატჩებზე სათანადოდ კონცენტრირებული არ
არის. თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი დონე უნდა აჩვენოს. მე ახლოდან ვერ ვხედავ, რა ხდება, მაგრამ სიტუაციის გლობალურ ანალიზს დაახლოებით ასე ვაკეთებ.

- თუმცა ხვიჩაზე ამბობენ, რომ „ბორუსიასა“ და „ტოტენჰემის“ დონისაა...

- დიახ, ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ იმისათვის, რათა ტოპ-ჩემპიონატებსა და ტოპ-გუნდებში ითამაშოს, სტაბილურობა მართებს. ხვიჩას რეკომენდაციას ვაძლევ, ჯერ „რუბინში“ რამე მოიგოს და აქ თავი წარმოაჩინოს. ჯერ აქ უნდა დაამტკიცოს, რომ ტოპ-ია, ხოლო თუ რაიმე არ გამოუვა, არ არის საჭირო „დამჟავება“ და დანებება. აუცილებელია იმის გაანალიზება, რა არ გამოსდის. დიახ, ყველამ იცის, რომ ნიჭიერია, მაგრამ ეს რეგულარულად მოედანზე უნდა დაამტკიცოს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხვიჩამ ჯერ რამე რუსეთში უნდა მოიგოს, მაგრამ მზადაა კი „რუბინი“ რუსეთში რაიმეს მოსაგებად?
- თქვენ საინტერესო ჩემპიონატი გაქვთ. თუ „რუბინი“ ზედიზედ სამ მატჩს მოიგებს, ოთხეულში მოხვედრა შეუძლია. რამდენიმე თამაშის წაგება არაფერს ნიშნავს. ვინ იცის, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინმა“ ყველას დამარცხება დაიწყოს. თუ დღევანდელ შემადგენლობას შევხედავთ - „რუბინს“ ღირსეული ჰყავს. ეს გუნდი თავისუფლად უნდა იყოს ევროზონაში. „თავის ჩართვაა“ საჭირო, პლუს, რუსეთის თასია, იქაც შეიძლება მოგებას შეეცადო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა ბაბუ მე ხშირად გეხმიანები და ძალიან მიყვარხარ,მინდა როგორც ფეხბურთის თამაშის დროს ხარ ორიგინალური,ასევე იყავი პირადულადაც,ძალიან გიხდება კაცურად შეკრეჭილი თმა,რა თქმა უნდა ეს შენი საქმია,მაგრამ მე ყველას ვეთანხმები ვინც გირჩევს ამას.
ნიანია ბაკურიანი
13 ოქტომბერი 2021 14:55
3
გრანდი კი არა მალე რუბინის ძირითად შემადგენლობაში თამაში სანატრელი გაუხდება.
Zaza
12 ოქტომბერი 2021 20:18
7
კაი ერთი! შენი ოცნებაა ეგ ეტყობა. ცუდი რამეა შური და ბოღმა
ოჰ
16 ოქტომბერი 2021 01:50
0
ხვიჩა ბიძიკო თემურა ქეცბაია ხომ გახსოვს? კაცური კაცი ჟილკიანი მებრძოლი მეომარი აი მის რჩევებს თუ გაითავისებ და მოედანზე თავზე თმების წინ შამოშლილ ფჩოლკის სწორებას კი მოუნდები ყოველ 5 წუთში ან ცისფერ აბადოკს კი ხმარობ მიდი ვინმე კარინას სალონში კაცურად ადამიანურად თმები შეიჭერი რომ ფჩოლკის სწორებაში არ კარგო დრო და ენერგია და თავად ნახავ ისე შეიცვლები.
ქართველი ლიბერალი ანუ ილია ჭავჭავაძე თანამედროვე გიგა მაქარაშვილი ნატა ფერაძე ლგბტ უფლება დამცველი
12 ოქტომბერი 2021 10:41
5
ნეტა სხვის გარეგნობაზე და თმის სიგრძეზე ეგრე არ წუხდეთ და უფრო რეალური პრობლემებით იყოთ დაკავებული. რაღაც მაინც ეშველებოდა ერს
Michael
12 ოქტომბერი 2021 12:53
5
ის არ გავს იმ კაცს ვინც ვინმეს რამეს შეარჩენს. Dაიმახსოვრეთ! -
X.
12 ოქტომბერი 2021 02:00
0
ვისაც არ ეზარება ყველა ამ ბიჭის მომავალზე საუბრობს. თავად უკეთ იცის ამ ადამიანმა სად როდის უშვებს შეცდომას და რა გამოსდის კარგად. ნეტა ყველა ერთად შეეშვებოდეთ ბიჭს.
Michael
12 ოქტომბერი 2021 01:51
0
კვარაცხელიას მომავალი დამოკიდებულია თავად კვარაცხელიაზე და სხვა არავისზე ითამაშოს სტაბილურად მაღალ დონეზე და აუცილებლად გადავა გრანდში.
გიორგი
12 ოქტომბერი 2021 01:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული