მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

AutoSharing Option
გერმანულმა transfermarkt-მა ესპანეთში ფეხბურთელების ფასები განაახლა და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, "ვალენსიას" 21 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მამარდაშვილის ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი 3 მილიონია.

ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგიზე მაღალი ფასი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა (18 მილიონი) და საბა ლობჟანიძეს (3.4 მილიონი) აქვთ, ხოლო დავით ხოჭოლავასა და ოთარ კიტეიშვილის ღირებულება 3 მილიონია.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" ზაფხულში გადავიდა და ლა ლიგის 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია აიაქსი იკაცებს და მოგაშორებს სილესენს და მერე შენია ვალენსია!
ABCABC
09:13 14-10-2021
1
ფასი რომ გაიზარდა მოსალოდნელიც იყო,მაგრამ დინამოს რაც გამოსასყიდი ფასი აქვს გამოცხადებული,მისი გაზრდის უფლება აქვს?3 მილიონი ევრო თუ აიღეს,ამ ფულით დინამოს ისეთი ლეგიონერების მოწვევა შეეძლება,რომლებთან ერთადაც,რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდებიან,შესაბამისი ფულადი დივიდენდებით და ახალი პერსპექტივებით.კახა ცხადაძის ხელში,ვფიქრობ, დინამოს ამისათვის საკმაოდ კარგი შანსები ექნება.
სოსო
10:08 14-10-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული