მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

AutoSharing Option
გერმანულმა transfermarkt-მა ესპანეთში ფეხბურთელების ფასები განაახლა და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, "ვალენსიას" 21 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მამარდაშვილის ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი 3 მილიონია.

ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგიზე მაღალი ფასი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა (18 მილიონი) და საბა ლობჟანიძეს (3.4 მილიონი) აქვთ, ხოლო დავით ხოჭოლავასა და ოთარ კიტეიშვილის ღირებულება 3 მილიონია.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" ზაფხულში გადავიდა და ლა ლიგის 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფასი რომ გაიზარდა მოსალოდნელიც იყო,მაგრამ დინამოს რაც გამოსასყიდი ფასი აქვს გამოცხადებული,მისი გაზრდის უფლება აქვს?3 მილიონი ევრო თუ აიღეს,ამ ფულით დინამოს ისეთი ლეგიონერების მოწვევა შეეძლება,რომლებთან ერთადაც,რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდებიან,შესაბამისი ფულადი დივიდენდებით და ახალი პერსპექტივებით.კახა ცხადაძის ხელში,ვფიქრობ, დინამოს ამისათვის საკმაოდ კარგი შანსები ექნება.
სოსო
14 ოქტომბერი 2021 10:08
4
იმ ვადაში თუ გამოისუიდა ვალენსიამ ვერ გაზრდის, ტუ არ გამოისყიდა რაც საეჭვოა ძაქნ მაშინ შეძლებს რა თქმა უნდა
სიმართლე
14 ოქტომბერი 2021 16:14
0
უკვე შეათანხმა ვალესიამ წინასწარ რომ მიყავდა. მილიონად განოსყიდვის უფლება ჩადო კონტრაქტში.
არა
14 ოქტომბერი 2021 14:43
0
ყველა გამოხმაურება
იმედია აიაქსი იკაცებს და მოგაშორებს სილესენს და მერე შენია ვალენსია!
ABCABC
14 ოქტომბერი 2021 09:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული