"ლესტერის" ლეგენდა "მეტალისტში", ქართველი ფეხბურთელები "ფეიკები" არიან" - რუსი და უკრაინელი ფანები კვირკველიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
საბა კვირკველია რუსეთში 2010 წლიდან თამაშობდა და მისმა უკრაინულ „მეტალისტში“ გადასვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აი, როგორ კომენტარებს აკეთებენ რუსი და უკრაინელი გულშემატკივრები:

რუსეთი

ZAREMAFOREVER - რა ცნობილი ფეხბურთელია? მეორეხარისხოვანი მოთამაშე საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით.
kvadrocopter - პიტერის "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდშიც იყო. ეს როგორ... პიტერიდან საძულველ უკრაინაში... ჩეკისტებმა ჯაშუში ხელიდან გაუშვეს...
maty161 – დასრულებულია.
punk66 - ის ხომ ევროპაზე ოცნებობდა)))
malkassa070 - რუსეთის მეორე რვა არც ერთ გუნდში არ დაიკარგებოდა.
k0t33 - წარმატებები მას. კარგი მოთამაშეა.
sviatoy - ქართველი ფეხბურთელები ყველანი რაღაცნაირი "ფეიკები" არიან. ხვიჩას გაყიდვას საერთოდ
ვერ ახერხებენ (რუბინში ვერ ქაჩავს). ნაკრებიც ასევე საშუალოზე დაბალ დონეზე თამაშობს (:
Dmitry Maksimov - "ლესტერის" ლეგენდა.
Serega Ac-Milan - საბა სწრაფად დაეშვა... სამწუხაროდ.  საჩემპიონო წელს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ცენტრბეკი იყო.
omsk1716 - გასაკვირია. ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ინგლისის პრემიერლიგაში მის გადასვლაზეც კი იყო საუბრები.
Судья Дредд - დაღმართს ჩაუყვა.
Made in Ukraine - მოულოდნელია, რომ ძლიერ მოუკლო? რუსეთში ტოპ-ური იყო. ფეხბურთით გაძღა თუ რა? ვნახოთ, ხარკოვში რას იზამს. შეიძლება ტრავმამ იმოქმედა.
Roman - მისი ბოლო ტოპური "ლოკოში" საჩემპიონო სეზონი იყო. ამის შემდეგ სულ დეგრადირებდა და დეგრადირებდა.
Dmitry Orlov - ტრავმა მიიღო და მაშინ "ლოკომოტივში" ჰიოვედესი გამოჩნდა. "პორტუსთან" სოლომონმა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გააძევეს. მერე კი ძირითადი ცენტრალური მცველი აღარ იყო. ბოლოს აუტსაიდერ "როტორში" იჯარით გაუშვეს.
Zmeyonysh - ამ დროს ევროპის ტოპ 5-ის გუნდში მოახლოებულ გადასვლაზე ლაპარაკობდა. ეტყობა გამოფხიზლდა.

უკრაინა

Guns_n_roses - ეს "მეტალისტისთვის" კი არა, არამედ მთლიანად უკრაინის ლიგისთვის  ტოპ-ტრანსფერია.
WardOFF - შენ აუტისტი ხარ თუ ღადაობ... 29 წლისაა, რაც ცენტრალური მცველისთვის იდეალური ასაკია... ჯერ კიდევ 3 წლის წინ "ლოკომოტივში" ძირითადი ცენტრალური მცველი იყო... ეს ტრანსფერი იგივეა "მეტალისტისთვის", "დინამოს" პირობითად ვან დეიკი რომ გაეფორმებინა.
Завтра наступит следующий день - ამბობენ ახალი კალაძეაო.
Печаль - გამარჯობა, გენაცვალე.
Hawk27 - სიმაღლე 193, წონა 93. პარამეტრებით მძლავრია, საინტერესოა, როგორი სისწრაფე აქვს. უკვე 10 წელია ნაკრებში თამაშობს... ხოჭოლავასთან წყვილში. როგორც ირკვევა, 18 წლისა "შახტარში" იმყოფებოდა სინჯებზე. ვფიქრობ, ცენტრის ხარისხიანი გაძლიერებაა.
Українець - უკრინის პრემიერლიგაში სოლომონები ბევრი არ არსებობს УПЛ))
Hиган - საკმაოდ გამოცდილია, მის აქტივში ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ჩატარებული მატჩებია.
FCMKh - შესანიშნავია. დაცვა გაძლიერებას საჭიროებდა. შერშნია ფლანგზე, სოლომონი ცენტრში. უარესი ნამდვილად არ უნდა იყოს.
Выблядки за Шария - დათო კვირკველია გამახსენდა ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან".
tunesLoon - ჩვენი ლიგის ფსკერისთვის ეს ვარსკვლავია.
Ракицкий (Питер) - ეს რა საჭიროა? უკეთესია გამოცდილების მისაღებად უკრაინელი ახალგაზრდები ვათამაშოთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოდით სხვის კომენტარებზე მსჯელობას თავი გავანებოთ.ჩვენც ასევე არა ვართ?სანამ კარგად თამაშობს,ყველაა ცაში აგვყავს,როგორც კი ჩავარდნა დაეწყებათ,მაშინვე ბოღმის ნთხევას ვიწყებთ და უარესს ვუშვრებით.გვავიწყდება,რომ არსებითად ესენი,ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ბიჭები არიან,საკმაოდ ხშირად კარგი განათლების, აღზრდის გარეშე.გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსულნი,უეცრად საკმაოდ უზრუნველყოფნი აღმოჩნდნენ და თავბრუ რომ დაეხვათ,საკვირველია?ცაში აყვანილებს,უცებ გინებას ვუწყებთ და ისედაც დაბნეულებს,კიდევ უფრო ვაცლით ფეხქვეშ საყრდენს.ხამს მოყვარე მოყვრისათვის,თავი ჭირსა არ დამრიდადო,ჩვენ კი,თვითონვე ვუხდებით თავგზააბნეულ მოყვასს,მტრად.რამდენი ტალანტი დავკარგეთ ამის გამო და ვინ გაბედავს იმის თქმას,რომ ჩვენი,ასევე სპეციალისტების გვერდზე დადგომით,ამ დაკარგული ტალანტების ნახევარი მაინც,ასე სწრაფად ჩაქრებოდა.ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში წერდნენ ქართველზე,რომ ბუნებაი ქართველთა ,წინამბრძოლობა არს და ქართველები არიან სახელის მაძიებელნი.წამიკითხია რუსი სპეციალისტების აზრი,რომ ქართველი აუცილებლად უნდა გყავდეს გუნდში,მაგრამ არა ორზე მეტი.რადგან სამი ქართველი,უკვე ბანდაა.ორი ქართველი ლიდერი ხდება კლუბში,სამი კაცი კი,უკვე უმართავი ხდება.ლოკომოტივის საჩემპიონო წელს,საბა კვირკველია დაცვის ნამდვილი ლიდერი იყო.როცა ბოლო ტურებში გოლების გატანა ძალიან უჭირდათ,ცენტრალურ თავდამსხმელად გადადიოდა წინ და რამდენიმე გადამწყვეტი ქულა,პირადად საბამ მოუპოვა ლოკომოტივს.ნდობა,მოტივაცია სჭირდება საბას და დარწმუნებული ვარ,კვლავაც შესძლებს ფორმის აკრეფას.ის ხომ ახლა შედის დამცველისათვის ოქროს ასაკში.მთავარია მოიწადინოს და მისი ჟინის პატრონი,ამას აუცილებლად შესძლებს.ჩვენც ეს გვინდა.დარწმუნებული ვარ იმათაც კი სურთ,ვინც აცხადებს,რომ საბას დიდი ფეხბურთელობა დამთავრდა.მათაც ხომ წყენა ალაპარაკებთ,წყენა,ასე მოულოდნელად გაფუჭებული კარიერის გამო.მაკედონიასთან მარცხის ფსიქოლოგიურმა დარტყმამ,საბასთან ერთად,გია გრიგალავას კარიერაც შტოპორში ჩაუშვა და მასაც ვუსურვებ წონასწორობის აღდგენას.არც მისი კარიერის დამთავრების დროა მოსული.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 14:09
0
კიდევ ერთი მაგალითი რატომ არ უნდა წახვიდეთ რუსეთში სათამაშოდ ქართველებო,ამ ბოღმით და შურით სავსე გარემოში
ბექა
15 ოქტომბერი 2021 17:37
2
რამხელა განსხვავებაა რუსების და უკრაინელების კომენტარებს შორის.რუსები ბოღმით და ღვარძლით წერენ ქართველზე.უკრაინელები პირიქით.თუმცა ერთერთ რუსულ კომენტარს ვეთანხმები.ქართველი ფეხბურთელები რაღაცნაირი ფეიკები არიანო.საწუხაროდ მართლა ასეა.
Master
15 ოქტომბერი 2021 12:50
0
რუსებო,ბოღმის ბუკეტები ხართ
გიორგი
15 ოქტომბერი 2021 12:10
0
როგორც კი საუბარი დაიწყეს საბას ტრანსფერზე მაშინ დაიწყო უკუსვლა ამიტომ ნუ გააგებინებთ ამ ჩვენს ბიჭებს ტრანფერების ამბავს თორემ თავ გზა ებნევათ ესნი ხო მეოთხედი პორესიონალები არიან .
goga
15 ოქტომბერი 2021 11:32
1
გამეხარდა საბამ კლუბი რომ მოძებნა,ამდენი ხნის უთამაშებლობა ცუდია,29 წელი კარგი ასაკია მცველისთვის,იმედია პრაქტიკა ექნება და ნაკრებს კვლავ გამოადგება. ძალიან მეწყინებოდა მალხაზ ასათიანისავით თავი რომ დაენებებია ფეხბურთისავის! უკრაინის პრემიერ ლიგა ცუდი ნამდვილად არაა: კვიპროს,უნგრეტს,ყაზახეთს,სლოვაკეთს და მსგავ ქვეყნებ სჯობია!
კახა
15 ოქტომბერი 2021 09:55
0
29 წელი ცენტრალური მცველისათვის არაფერი ასაკი არ არის. საუკეთესო მონაცემების პატრონი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა. დრო ჯერ კიდევ აქვს მაგრამ ძალიან მძიმე და ბევრი მუშაობის შემთხვევაში. არ ვიცი ნებისყოფა და შრომისუნარიანობა ეყოფა თუ არა. ისიც საკითხავია, თვითონ რა მიზანი აქვს - თავის მაქსიმალურ დონეზე ასვლა თუ უბრალოდ მშვიდი და დაუძაბავი თამაში განსაკუთრებული ამბიციების გარეშე.
არტ
15 ოქტომბერი 2021 03:23
0
29 წელი ცენტრალური მცველისათვის არაფერი ასაკი არ არის. საუკეთესო მონაცემების პატრონი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა. დრო ჯერ კიდევ აქვს მაგრამ ძალიან მძიმე და ბევრი მუშაობის შემთხვევაში. არ ვიცი ნებისყოფა და შრომისუნარიანობა ეყოფა თუ არა. ისიც საკითხავია, თვითონ რა მიზანი აქვს - თავის მაქსიმალურ დონეზე ასვლა თუ უბრალოდ მშვიდი და დაუძაბავი თამაში განსაკუთრებული ამბიციების გარეშე.
არტ
15 ოქტომბერი 2021 03:22
0
საბას საუკეთესო 2 სეზონი ქონდა ლოკომოტივში სიომინთან მაგრამ მერე უკვე ძალიან მოუკლო რაც ჩემპიონი გახდა და ლესტერზე წავიდა ლაპარაკი აი ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო მისი პრობლემებიც ჯერ ტრამვა და მერე ამოვარდნა ძირთადი შემადგენლობიდან საგრძნობლად გაექცა წონაც რამაც სათამაშო ფორმაზეც იმოქმედა როტორში რომ თამაშობდა იქ უკვე ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა არადა იდეაში როტორში იმიტომ წავიდა რომ სათამაშო ფორმა აღედგინა თუმცა არ მოხდა რავიცი 29 წლის ასაკში და 30 წლის ასაკში აქვთ მცველებს კარიერაში საუკეთესო წლები იმედი მაქვს უკრაინის ლიგაში სათამაშო პრაქტიკა ექნება და ფორმას აღიდგენს თუმცა კარიერული თვალსაზრისი უკან გადაგმული ნაბიჯია.
giorgi
15 ოქტომბერი 2021 03:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული