ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა გამოსწორდება და "რუბინს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება" - სლუცკი, რუსული მედია და ღურწკაია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "რუბინი" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩის წინ კლუბის საიტთან კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"იმედია, ჩვენ ყველა ფეხბურთელის მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში მოყვანას მოვახერხებთ. ახლა უფრო მოთამაშეთა აღდგენით ვართ დაკავებული, რომლებიც ნაკრებებიდან დაბრუნდნენ და ყველაზე გვიან ითამაშეს - ინ ბომი და კვარაცხელია".

"ლოკოს" მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი გადააყენეს და მის ნაცვლად გერმანელი მარკუს გისდოლი დანიშნეს. სლუცკიმ თქვა, რომ სხვა გუნდის ამბებს არ განიხილავს, თუმცა ეს შეხვედრისთვის მათ მომზადებას ართულებს, გისდოლი კი კლასიკური
გერმანელი სპეციალისტია, რომლის გუნდები საკმაოდ აგრესიულად თამაშობენ.

მატჩს მცირე პრევიუ sportsdaily-მ მიუძღვნა:

ხვიჩა გისდოლს "ლოკომოტივში" დებიუტს გაუფუჭებს. რა მოხდება მე-11 ტურში

"ლოკომოტივი" მარკუს გისდოლის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჩაატარებს. უნდა ველოდოთ, რომ "რკინიგზელთა" თამაში უფრო მარტივი და ტაქტიკურად პროგნოზირებადი გახდება, მაგრამ ამავ დროს მეტად შემტევი და აგრესიული. ზედიზედ სამი მარცხისა და სლუცკის გუნდის მდგომარეობის გათვალისწინებით, "რუბინს" გაუჭირდება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ტურში ჩავარდნისათვის გამოსწორდება - თავის ყოფილ გუნდს დაამწუხრებს და მასპინძლებს წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარება".

კვარაცხელიას თაობაზე БИЗНЕС Online-ს ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ ისაუბრა:

"ჩემთვის ცხადი იყო, რომ ხვიჩას ასეთი ჩავარდნა ექნებოდა. არ მინდა წინასწარმეტყველი ვიყო, თუმცა ჯერ კიდევ მაისში ვამბობდი, რომ ხვიჩა უნდა წასულიყო. მას უკვე სულში ეჯდა, რომ წავიდა. უკან დაბრუნება მისთვის რთული იყო. რამდენადაც ვიცი, ხვიჩა იმათ შორის ორად იყოფოდა, რომ მისთვის დარჩენა იყო საჭირო (რუბინში) და რასაც მამა ეუბნებოდა. მამა კი ეუბნებოდა, რომ წასვლა მართებდა.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ყველანი დითირამბებს უმღეროდნენ, ამბობდნენ, რომ ის მსოფლიოს ყველა კლუბს სურდა. ასეთ კლუბებს ასახელებდნენ! "იუვენტუსსაც" და "ტოტენჰემსაც"! ეს ხომ "სახურავს ხდის".

"რუბინისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ