მიქაუტაძის მერვე გოლი და "სერენის" არნახული მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გუნდში ვარჯიში განაახლა, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად "უნიონთან" შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.

31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი გასაკვირი რამ მოხდა - კაცნაკლულმა "უნიონმა" 4 უპასუხო გოლი გიტანა და 4:2 გაიმარჯვა.

"სერენი" 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 ოქტომბერს "შარლერუას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლაზარე რომელიც გააგდეს უბრალოდ ხელს უშლიდა უნიონს და აჰა გააგდეს და გაიტანეს 4 გოლი :D
ზურა
16 ოქტომბერი 2021 22:43
0
ალბათ ჩათვალეს,რომ გამარჯვება ჯიბეში ედოთ და მოდუნდნენ.მერე კი ანერვიულდნენ.დიდი დინამო რომ იქმნებოდა ,მაშინ დინამოს გასვლა ჰქონდა ერევანში,არარატთან .მასპინძლები იგებდნენდა თან სულაქველიძი გაგვიძევეს.ამის შემდეგ დინამო სამი თუ ოთხი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.უკან გზაზე ახლკაცი ეკითხება სულაქველიძეს,ბიჭო,რატომ გააძევებინე თავიო და თენგიზმაც თავი დაიძვრინა.:-ფარსადანოვიჩ,ვატყობდი რომ ბიჭებს ხელს ვუშლიდი და იმიტომო.წაკითხული მაქვს,თვითონ თენგიზ სულაქველიძე ჰყვება.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 21:53
2
ეგ 81 წელია, და გუნდი უკვე შექმნილი იყო (დინამო ანუ იგივე საქართველოს ნაკრები), მაშინ ჩვენებმა ზედიზედ 4 გასვლითი თამაში ითამაშეს 2 მოგება, 1 ფრე 1 წაგება
არარატთან 4-1
მინსკის დინამოსთანაც 4-1
ზენიტთან 2-2
და ბოლოს სპარტაკთან 1-2 (შეიძლებოდა ამის არ წაგებაც, მაგრამ ზედიზედ ოთხმა გასვლამ მაინც თავისი ქნა)
ფარსადანოვიჩს კი არაფერი უკითხავს თენგიზმა თამაშის ბოლოს თვითონ უთხრა
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს
მაშინდელ გუნდს გუნდი ერქვა და ყველაფერი შეეძლო
დღეს კი მაგის ნახევარი დონის ნაკრები რომ გვყავდეს რა გვიჭირს. ეჰჰ
ოთარი
17 ოქტომბერი 2021 15:05
0
1:1 იყო ანგარიში, სულაქველიძეს მსაჯმა ყვითელი რომ აჩვენა. თენგიზმა ტაში დაუკრა - როგორ მოახერხეო. მსაჯმა წითელი უჩვენა მაგის გამო.
4:1 მოვიგეთ მაშინ ერევანში.
დინამო უკვე დიდი იყო მაგ დროს.
მიშა
17 ოქტომბერი 2021 12:39
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული