საქართველოს ნაკრებიდან "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გუნდში ვარჯიში განაახლა, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად "უნიონთან" შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა.
გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.
31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი გასაკვირი რამ მოხდა - კაცნაკლულმა "უნიონმა" 4 უპასუხო გოლი გიტანა და 4:2 გაიმარჯვა.
"სერენი" 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 ოქტომბერს "შარლერუას" უმასპინძლებს.
არარატთან 4-1
მინსკის დინამოსთანაც 4-1
ზენიტთან 2-2
და ბოლოს სპარტაკთან 1-2 (შეიძლებოდა ამის არ წაგებაც, მაგრამ ზედიზედ ოთხმა გასვლამ მაინც თავისი ქნა)
ფარსადანოვიჩს კი არაფერი უკითხავს თენგიზმა თამაშის ბოლოს თვითონ უთხრა
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს
მაშინდელ გუნდს გუნდი ერქვა და ყველაფერი შეეძლო
დღეს კი მაგის ნახევარი დონის ნაკრები რომ გვყავდეს რა გვიჭირს. ეჰჰ
4:1 მოვიგეთ მაშინ ერევანში.
დინამო უკვე დიდი იყო მაგ დროს.