ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძის მერვე გოლი და "სერენის" არნახული მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გუნდში ვარჯიში განაახლა, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად "უნიონთან" შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.

31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი გასაკვირი რამ მოხდა - კაცნაკლულმა "უნიონმა" 4 უპასუხო გოლი გიტანა და 4:2 გაიმარჯვა.

"სერენი" 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 ოქტომბერს "შარლერუას" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ