სლუცკი ხვიჩას აქებს - კვარაცხელიას გამკრიტიკებელი დიუპინი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე „ლოკომოტივთან“ „რუბინმა“ გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე მეკარე იური დიუპინის შეცდომის შედეგად გაუშვა და მატჩი 2:2 დასრულდა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თქვა, რომ მისი დონის გოლკიპერს ასეთი შეცდომა არ ეპატიება და პირობაც დადო, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. ვერ გეტყვით განმეორდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, ყაზანურმა გუნდმა მეტად საჭირო 2 ქულა მისი შეცდომის გამო დაკარგა. გემახსოვრებათ, დიუპინმა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ნამატჩევს თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ გააკრიტიკა.

დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა ძალიან მონდომებული და აქტიური იყო და უეჭველია, მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას.
მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კვარაცხელიაზე კითხვა დაუსვეს.

- დღეს ის ხვიჩა იყო, რომლის ნახვა თქვენ გსურთ?
- უკვე გაცილებით უკეთესი იყო, უდავოდ.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, ვერ აუხსნია, თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე რატომ გააკეთეს უკან პასი, დესპოტოვიჩმა და ინ ბომმა ტრავმა მიიღეს და არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს თამაში ხვიჩას პოზიტივში ჩაეთვლება... შემდგომი წარმატებები ხვიჩას!!! განსაკუთრებით ნაკრებში!!!
tngh
17 ოქტომბერი 2021 16:02
1
ხვიჩას ნიჭზე თქვით და გეთანხმებით ძალიან ნიჭიერია და მჯერა ეს ნიჭი უკვალოდ არ გაქრება, შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი ყველას,რომ გაგვიხარდება.
თერჯოლელი
17 ოქტომბერი 2021 15:39
0
დაცვა აქვს რუბინს დძალიან დაბნელული. და ასეთი დონის მეკარეს ასეთი შეცდომა არ ეკადრება, მაგრამ სხვის კრიტიკას სჯობს თავის თამამშს მიხედოს. კარმა ის ა ბიჩ როორც იტყვიან
niko
17 ოქტომბერი 2021 10:31
1
სლუცკიმ აღნიშნა ადრე კვარაზე საუბრისას, ყველა თამაშში ზედიზედ რომ გოლი გაიტანოს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ მას ეს შეუძლიაო, მაგრამ რამდენიმე თამაში ზედიზედ რომ ჩააგდოს არც ის იქნება მოულოდნელი, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი არასტაბილურობა გასაკვირი არ იქნებაო.
ნეტა ყველა ასე ადეკვატურად შევხედავდეთ ამ ბიჭის თამაშს და ან ზედმეტად ტრაგედიებს არ ვქმნიდეთ ან ზედმეტად არ ვაღმერთებდეთ. ორივე უკიდურესობა თვითონ მისთვისაა ცუდი.
უნიჭიერესი რომ არის ფაქტია.

Winter
17 ოქტომბერი 2021 01:46
0
ეს პოსტ საბჭოთა გადმონაშთები სანამ ბოლომდე არ ჩაკვდება არ იქნევა არაფერი მანამ.
Yasabi.
17 ოქტომბერი 2021 00:35
20
გეთანხმები 100%
გენა
17 ოქტომბერი 2021 10:45
0
არ გინდათ დიუპინზე მასეთების წერა, მაგ სასტავში ერთ-ერთი საუკეთესოა ყველანაირად მათ შორის პიროვნულად. ხვიჩაზე ცუდად არ უთქვამს მაშინ...
jigari
17 ოქტომბერი 2021 00:13
3
დიუპინი რუსი შოვინისტია რომელიც ქართველებს ვერ იტანს,ბევრჯერ ჟურნალისტებთან დაუფიქსირებია ეს,ხვიჩა ვარსკვლავია და დიუპინის მსგავსი ღრუსები ახლოს ვერ დადგებიან ვერასდროს…
jigars
17 ოქტომბერი 2021 11:43
4
ვაუუუ რა მაგარიააა ხვიჩას "გამკრიტიკებელმა" დიუპონმა შეცდომა დაუშვა ! ეროვნული დღესასწაული ხომ არ გამოვაცდახოთ ჰააა ????
ზურა222
16 ოქტომბერი 2021 23:56
10
კარგია თმა დაუმაგრებია და ნაკლებად გაიპრანჭება მოედანზე. 90 სირბილს უნდა მიეჩვიოს და დრიბლინგები დახვეწოს, აი ეგ იქნება მაგარიიიიიიიიიიიიი
გიო
16 ოქტომბერი 2021 23:40
8
პატარა შეხებაზე ძირს რომ გდია რუსებმა სიმულანტი შეარქვეს და ეს უნდა გაითვალისწინოს, ისე შედარებით უკსთესი იყო, ცდილობდა მომენტებში, იმედია მალე დაგლიჯავს
kaxa
16 ოქტომბერი 2021 23:37
11
მოკლედ ამდენი ადამიანი თამაშობს გუნდში და მაინც კვარაცხელია არის მთავარი თემა. სხვებიც აგდებენ თამაშებს მაგრამ პრესა არ ამახვილებს ყურადღებას. გამიზნულად ხომ არ მიდის ამხელა ზეწოლა ამ ბიჭზე, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ არის მუდმივად განხილვის საგანი კვარა და არა სხვები.
დღეს კარგად ითამაშა.
წინა სეზონი საუკეთესო ჰქონდა, თუმცა გოლების რაოდენობით არც მაშინ გამოირჩეოდა. ახლა დრეიერს უკვე იმდენი გოლი აქვს, რაც მთლიანად ჰქონდა კვარას გასულ სეზონში, თუმცა ფეხბურთი ხომ მარტო გოლები არ არის. კვარას თამაში თვალს უხარია, ბოლო ბოლო მაყურებელი დააბრუნა სტადიონებზე. წარმატებული დრიბლინგი, ასისტები, გამომუშავებული პენლები და საოცარი თამაში, ამიტომაც გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მეკარეს რაც შეეხება ცოტა გამიხარდა კიდეც ეგოისტურად მისი შეცდომა. რადგან წინა თამაშზე კვარას აკრიტიკებდა.
სინამდვილეში ხო ყველს მაგრად ფეხებზე გვკიდია რუბინის შედეგები და მხოლოდ კვარას გამო ვუყურებთ მაგ სვარკა ჩემპიონატს.
პ.ს დღეს კი გვაჩვენეს სანახაობრივი ფეხბურთი, ვერაფერს იტყვი :დ
Skeleton
16 ოქტომბერი 2021 22:55
4
კვარას დრიბლინგი განუმეორებელია ,მაგიტომ ვუყურებ ფეხბურთს ,რატომ მიატოვა ვერ გავიგე ,რაღაცა ხდება მის თავს ,არადა ძალიან მაგრად გამოსდიოდა ,სწრაფად ხისტად და ეფექტურად ,ეს მართლაც დიდებული სანახაობაა.
დევკალიონი
16 ოქტომბერი 2021 23:51
0
დღეს ხვიჩას ჯინი და მონდომება მომეწონა! აქტიურობდა დაცვაში და წინახაზე! მალე დიბრუნებს ჩვეულ ფორმას და უკეთესად ითამაშებს
რობი
16 ოქტომბერი 2021 23:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული