სლუცკი ხვიჩას აქებს - კვარაცხელიას გამკრიტიკებელი დიუპინი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე „ლოკომოტივთან“ „რუბინმა“ გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე მეკარე იური დიუპინის შეცდომის შედეგად გაუშვა და მატჩი 2:2 დასრულდა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თქვა, რომ მისი დონის გოლკიპერს ასეთი შეცდომა არ ეპატიება და პირობაც დადო, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. ვერ გეტყვით განმეორდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, ყაზანურმა გუნდმა მეტად საჭირო 2 ქულა მისი შეცდომის გამო დაკარგა. გემახსოვრებათ, დიუპინმა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ნამატჩევს თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ გააკრიტიკა.

დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა ძალიან მონდომებული და აქტიური იყო და უეჭველია, მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას.
მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კვარაცხელიაზე კითხვა დაუსვეს.

- დღეს ის ხვიჩა იყო, რომლის ნახვა თქვენ გსურთ?
- უკვე გაცილებით უკეთესი იყო, უდავოდ.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, ვერ აუხსნია, თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე რატომ გააკეთეს უკან პასი, დესპოტოვიჩმა და ინ ბომმა ტრავმა მიიღეს და არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სლუცკიმ აღნიშნა ადრე კვარაზე საუბრისას, ყველა თამაშში ზედიზედ რომ გოლი გაიტანოს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ მას ეს შეუძლიაო, მაგრამ რამდენიმე თამაში ზედიზედ რომ ჩააგდოს არც ის იქნება მოულოდნელი, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი არასტაბილურობა გასაკვირი არ იქნებაო.
ნეტა ყველა ასე ადეკვატურად შევხედავდეთ ამ ბიჭის თამაშს და ან ზედმეტად ტრაგედიებს არ ვქმნიდეთ ან ზედმეტად არ ვაღმერთებდეთ. ორივე უკიდურესობა თვითონ მისთვისაა ცუდი.
უნიჭიერესი რომ არის ფაქტია.

Winter
01:46 17-10-2021
0
მოკლედ ამდენი ადამიანი თამაშობს გუნდში და მაინც კვარაცხელია არის მთავარი თემა. სხვებიც აგდებენ თამაშებს მაგრამ პრესა არ ამახვილებს ყურადღებას. გამიზნულად ხომ არ მიდის ამხელა ზეწოლა ამ ბიჭზე, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ არის მუდმივად განხილვის საგანი კვარა და არა სხვები.
დღეს კარგად ითამაშა.
წინა სეზონი საუკეთესო ჰქონდა, თუმცა გოლების რაოდენობით არც მაშინ გამოირჩეოდა. ახლა დრეიერს უკვე იმდენი გოლი აქვს, რაც მთლიანად ჰქონდა კვარას გასულ სეზონში, თუმცა ფეხბურთი ხომ მარტო გოლები არ არის. კვარას თამაში თვალს უხარია, ბოლო ბოლო მაყურებელი დააბრუნა სტადიონებზე. წარმატებული დრიბლინგი, ასისტები, გამომუშავებული პენლები და საოცარი თამაში, ამიტომაც გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მეკარეს რაც შეეხება ცოტა გამიხარდა კიდეც ეგოისტურად მისი შეცდომა. რადგან წინა თამაშზე კვარას აკრიტიკებდა.
სინამდვილეში ხო ყველს მაგრად ფეხებზე გვკიდია რუბინის შედეგები და მხოლოდ კვარას გამო ვუყურებთ მაგ სვარკა ჩემპიონატს.
პ.ს დღეს კი გვაჩვენეს სანახაობრივი ფეხბურთი, ვერაფერს იტყვი :დ
Skeleton
22:55 16-10-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული