ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სანაკრებო მატჩებმა ოქრიაშვილზე ინტერესი გაზარდა - "შესაძლოა, დაკარგული თავდაჯერება დაუბრუნოს"

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს, 18 ოქტომბერს დასრულდება. "აპოელის" შეხვედრის წინ Sport-fm თორნიკე ოქრიაშვილის ფაქტორზე საუბრობს. წარმატებული სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი შემტევის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა:

"აპოელს" სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც "ახნასის" წინააღმდეგ განსხვავებულს შექმნიან და თორნიკე ოქრიაშვილი არის ის, ვისაც ამის მონაცემები ნამდვილად აქვს.

ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ზაფხულში კლუბში სწორედ ამის გასაკეთებლად მოვიდნენ, საკუთარ თამაშს ჯერ კიდევ ეძებს. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ოქრიაშვილია. ქართველი შემტევი "აპოელში" ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია და მისგან ყველა ბევრს ელის. ოთხ თამაშში, რომლებიც
თორნიკემ ჩაატარა, მისი შედეგები უმნიშვნელო იყო. უფრო ცუდი მოქმედებები ჰქონდა (წითელი ბარათი), ვიდრე გოლები ან შედეგიანი პასები.

ბევრი საუბარი არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი. ასე რომ, ოქრიაშვილი არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია არსებული მდგომარეობა შეცვალოს და გუნდის აღმასვლა უზრუნველყოს.

ქართველი შემტევი, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. გოლმა, რომელიც მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა, შესაძლოა, დაკარგული თავდაჯერებულობა დაუბრუნოს. დიდი ალბათობით, თავდასხმაში ის გიორგი ქვილითაიას პარტნიორი იქნება."

შეგახსენებთ, ნიქოზიური კლუბის ღირსებას მურთაზ დაუშვილიც იცავს. "აპოელი", რომელსაც 5 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს, უკანასკნელ საფეხურზე მყოფ "ახნასს" უმასპინძლებს. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსად ათამაშებენ ოქრიაშვილს? - თორნიკეს გოლს კვიპროსში აქტიურად განიხილავენ