ოქრიაშვილმა უიშვიათესი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "აპოელი" პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე ამარცხებს "ეთნიკოსს" - 1:0.

მასპინძელთა გუნდის სასტარტოში არიან ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა - მეტოქის კართან ძალიან მახვილი კუთხიდან საჯარიმო დაინიშნა. მეკარე ანდრეას ხრისტოდულოს ეგონა, ოქრიაშვილი ბურთს ჩააწვდიდა, მან კი პირდაპირ კარში დაარტყა და გაიტანა.

ოქრიაშვილი ახალ გუნდში ჩემპიონატის მეექვსე მატჩს ატარებს და პირველად გაიტანა გოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული