ლობჟანიძის გუნდი აღარ ხუმრობს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გაზიანთეპი".

საბამ 86-ე წუთამდე ითამაშა. მართალია, შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და მარჯვენა ფლანგზე ამწვავებდა თამაშს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

"ჰათაისპორი" კი 19 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 2 ქულით ჩამორჩება და 24 ოქტომბერს სტუმრად "კარაგიუმრუკს" შეხვდება.

მოკლედ, საბაზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფეხბურთელი კარგ გუნდში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საბა საუკეთესო იყო ნაკრების ბოლო თამაშში. დღითი დღე უმატებს თამაშს. ემჩნევა, რომ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. წარმატებები!!! განსაკუთრებით ნაკრებში.
tngh
19 ოქტომბერი 2021 15:41
0
თუკი ვინმე კარგი და მონდომებული გამოჩნდება ჩემპიონატში უნდა მიეცეს ნაკრებში შანსი, ჩემპიონატის სხვა ფეხბურთლები ხო შეხედავენ რომ აქ შრომაც ფასდება და უფრო მონდომებულები იქნებიან დონეც მოიმატებს, არც ერთი ფეხბურთელი არ გვყავს ტოპ ჩემპიონატიდან და ჩვენიდანაც ითამაშონ რა მოხდება, ნაკრებში თამაშს სხვა მოტივაცი აქვს როცა შენი ჩემპიონატიდან გიძახებენ. გავიგეთ ბათუმის რამდენიმე ფეხბურთელი , მაგრამ დავიჯერო სხვა არაავინაა ისეთი???
მაგრამ ლობი ჭირდება ყველას და ყველაფერს და ესაა ცუდი და დამღუპველი.
ქართველი
19 ოქტომბერი 2021 09:52
12
საბას ვუყურე და მოკლედ რო შევაფასო კოხტად თამაშობს-მაგრა დარბის და კარგად მუშაობს..ოღონდ ზოგჯერ მგონია ცოტა მეტი რო აიღოს თავის-თავზე ვაბშე გაფრინდება.მეორე ტაიმში იყო მომენტი კარგად შევიდა ფლანგიდან-რო დაერტყა ალბათ შეაგდებდა,მაგრამ პრასტრელი არჩია და მცველმა ჩაჭრა.ისე კიდე სხვა საკაიფოდ ითამაშა.
წიტაიშვილსაც ვუყურე და ცოდვაა ეგ ბიჭი ჩერნომორეცში- მის გარდა გუნდში ყველა მარტო უკან პასს თამაშობს-საქართველოს ნაკრები რო გაიხასენო სექტემბერში ისეთი გუნდია და ამწყობი არავინ არა ჰყავს.ვვჩიბერაძე შემოვიდა მეორე ტაიმში და არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი როცა ფორმაში შევა-დღეს მარტო 2 უაზრო ჯარიმა აიკიდა და მეტოქეს დრო გააყვანინა-ნუ როგორც ბურთი მიიღო გასცა 2-3ჯერ მე მგონი ფორმაში როცა შევა კაი იგროკი უნდა იყოს(ერთი შეხედვით)
ისე კიდე ერთს დავამატებ-არც აგენტი ვარ და არც არავის ვიცნობ ამათგან-მარტო ტელევიზიით მყავს ნანახი ეს ყველა,მაგრამ გუშინ გორის თამაშს ვუყურე და შუა ნახევარმცველი ჰყავს გორს მგელი-ბიძინაშვილი,როგორიც კიტეიშვილი იყო ისეთია-ადრე ვუყურე მომეწონა და გუშინ სპეციალურად დავაკვირდი,რა პასი(ყველა ზუსტი) რა აზროვნება,სწრაფია,ამწვავებს-ბათუმიდან მიწვეულ ბიჭებს ბევრად ჯობია ჩემი აზრით...
ახლა ვინმეს თვითონ ბიძინაშვილი,ან მამამისი ვეგონები-არა ძმებო,უბრალო გულშემატკივარი ვარ და მაგ 4ვე ფეხბურთელთან საერთო ნაცნობიც არა მყავს
Levani
19 ოქტომბერი 2021 00:26
0
მჯერა ლევან.მართლაც კარგი ბიჭი ჩანს.
სოსო
19 ოქტომბერი 2021 14:54
0
დღეს შენი 2 კომენტარი წავიკითხე: ეს კომენტარი და ქვილითაიას შესახებ. გესმის ფეხბურთი. კარგი კაცი ხარ. ყოჩაღ!
ქ. გ.
19 ოქტომბერი 2021 02:54
0

სიახლეები პოპულარული