ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჟანიძის გუნდი აღარ ხუმრობს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გაზიანთეპი".

საბამ 86-ე წუთამდე ითამაშა. მართალია, შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და მარჯვენა ფლანგზე ამწვავებდა თამაშს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

"ჰათაისპორი" კი 19 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 2 ქულით ჩამორჩება და 24 ოქტომბერს სტუმრად "კარაგიუმრუკს" შეხვდება.

მოკლედ, საბაზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფეხბურთელი კარგ გუნდში მოხვდა.