ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკი: ხვიჩამ ბოლო თვეებში ვარჯიშს უკლო, ფეხბურთი კი სამართლიანი სპორტია…

AutoSharing Option
"პირველი არხი - სპორტი" "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ექსკლუზიურად ესაუბრა. ყაზანელთა დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი მდგომარეობა საინტერესოდ და ამომწურავად ახსნა:

"შეუძლებელია, სატრანსფერო ამბებს ხვიჩაზე გავლენა არ მოეხდინა. რაღაც მომენტში ბევრს ფიქრობდა, სად უნდა გადასულიყო. ფეხბურთი სამართლიანი თამაშია. ის გარკვეულწილად პასუხს სცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეებში ისეთივე თავდადებული აღარ იყო. ამავე დროს, ვუხსნიდით, რომ ამ ტრანსფერისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. გასაგებია. ემოციურად გადაიტვირთა, ტრავმაც დაემატა.

ეჭვი არ მეპარება, რომ კვარაცხელია მაღალი დონის, ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. მას სურს ყველას,
უპირველესად კი, საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა შემთხვევითობა იყო. ის რჩება დიდ ფეხბურთელად, მინიმუმ, "რუბინში". მასზე დიდი იმედებს ვამყარებთ და მხარს ვუჭერთ...

"ნიჟნი ნოვგოროდთან" პენალტი რომ გამოეყენებინა, ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. ცოტა ეგოისტურად მოიქცა. ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად ავუხსნა.

ხვიჩა ადრე ბაზაზე ცხოვრობდა, დამატებით ვარჯიშობდა. ბოლო რამდენიმე თვეში დავინახე, რომ ეს დამოკიდებულება აღარ ჰქონდა. მას უნდა ესმოდეს, რომ თუ შენს თავს რაიმე ხდება, უნდა გააანალიზო და პასუხი კითხვაზე შენს თავში უნდა მოიძიო, მიეცი თუ არა ფეხბურთს ყველაფერი, რაც გაგაჩნდა. ხვიჩას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ კლუბში მას ყველა დაეხმარება, მათ შორის, მეც".

წყარო: 1tv

altსლუცკი ხვიჩას აქებს - კვარაცხელიას გამკრიტიკებელი დიუპინი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის

altაქტიურმა კვარაცხელიამ 91-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და "რუბინმა" 93-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ასევე დაგაინტერესებთ