"ვალენსიამ" იანვარში მეკარის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. არ შეიძლება გუნდს 4 მეკარე ჰყავდეს, ეს პრობლემაა. შესაძლოა, სიტყვა პრობლემა გადაჭარბებულია, მაგრამ ახალგაზრდებს თამაში სჭირდებათ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და იმედია, არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, თუ ტრავმას არ მიიღებს, იასპერ სილესენი სასტარტოში იქნება. ჟაუმე დომენეკი გუნდში თავის მკვეთრად გამოკვეთილი როლით დარჩება, რაც ყველამ იცის. ახლა 3 სათადარიგო გოლკიპერი გვყავს და არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ იმას, რა ხდება გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან
მამარდაშვილსა და რივეროს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ და ასაკიდან გამომდინარე, მათი ამის გარეშე ყოფნა დანაშაულია. ამიტომ გადაწყვეტილება უახლოეს ხანშია მისაღები. ქართველს შეუძლია პირველ გუნდში ივარჯიშოს და „მესტალიაში“ ითამაშოს. რივეროს სიტუაცია, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი ახლახან გააგრძელა, განსხვავებულია, მეორე წელია უთამაშებელია და არაა გამორიცხული, იანვარში წასვლა მოუწიოს. გავიმეორებ, ვერ გეტყვით, ამას შეიძლება თუ არა პრობლემა ვუწოდოთ, მაგრამ უთუოდ გადასაწყვეტია“.
Plazadeportiva აღნიშნავს, რომ სილესენი ერთადერთია, ვისაც წინასასეზონო პერიოდი გაუცდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი სამწვრთნელო შტაბის ტექნიკური გადაწყვეტილებით მიიღო: „მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა წინასასეზონო სპარინგებისა და ლა ლიგის პირველი მატჩების კარგად ჩატარების გამო სასტარტოში მამარდაშვილი დააყენა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველის მიერ დაშვებულმა ზოგიერთმა შეცდომამ აიძულა გუნდის თავკაცი, არჩევანი გამოცდილ ნიდერლანდელზე გაეკეთებინა. თუმცა სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. დიახ, „კადისთან“ კარი მშრალად შეინახა, „ბილბაოსთან“ ქულა მოგვიპოვა, მაგრამ ასეთი მაღალი ღირებულების ფეხბურთელისგან მეტის მოთხოვნაა საჭირო. ბორდალასი იასპერის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ის ერთადერთია, რომელმაც წინასასეზონო პერიოდში არ ითამაშა და ძირითადში ადგილი მიიღო“.