კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისმა" "ფლორასაც" ვერ მოუგო

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა „ფლორასთან“ - 2:2.

25-ე წუთზე მასპინძლები დელეტიჩმა დააწინაურა, 28-ე წუთზე პოპოვიჩმა კაჭარავას პასით დალაშქრა ესტონელთა კარი, ხოლო მეორე ტაიმში ტალინელმა საპინენმა დუბლი შეასრულა.

კაჭარავამ, რომელიც „ანორთოსისის“ სასტარტოში 419 დღის შემდეგ პირველად იყო, მე-60 წუთამდე ითამაშა და მეორე ტაიმში ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, გიორგი ლორია და ნიკა ნინუა კი სათადარიგოები იყვნენ.

„ანორთოსისი“ B ჯგუფში 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა და 4 ნოემბერს „ფლორას“ გასვლაზე დაუპირისპირდება.

ფამაგუსტური გუნდი ჯერჯერობით ვერც ქვეყნის
ჩემპიონატზე ასპარეზობს წარმატებულად - 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონი ჯობია კაჭარავას ისევ უხმონ ნაკრებში. მახსოვს- სანამ ტრავმას მიიღებდა კარგად იბრძოდა მეორე სართულზე და კარგ ასისტებსაც აკეთებდა.
სოსო
08:56 22-10-2021
7
ასე მგონია მალე გაუშვებენ თემოს. თითქოს აერია რაღაც შარშანდელიდან მოყოლებული და ვეღარ დაალაგა
გაუშვებენ თემოს
01:26 22-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული