გამარჯვების მიუხედავად, ვაისი უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში „სლოვანმა“ ბრატისლავაში, სადაც მატჩს 6 108 მაყურებელი დაესწრო, 2:0 დაამარცხა „ლინკოლნი“.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

„სლოვანი“ 4 ქულით F ჯგუფში მესამე ადგილზეა და 4 ნოემბერს სტუმრად „ლინკოლნს“ შეხვდება.

„სლოვანის“ მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავისი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო დარჩა: „მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორი მომენტიდან ერთი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, რათა გუნდს სიმშვიდე შეენარჩუნებინა. შესვენების შემდეგ ანგარიში გრინმა გახსნა, რომელსაც სამი კვირა გაუცდა და მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დაბრუნებულიყო.

მას შემდეგ, რაც „პაოკმა“ სტუმრად
მოულოდნელად „კოპენჰაგენს“ 2:1 სძლია, ჯგუფში სიტუაცია აირია. „ლინკოლნს“ გასვლაზე უნდა მოვუგოთ, ხოლო მერე „პაოკს“ ვუმასპინძლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება“, - ციტირებს ვაისს RTVS.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვემთან აგებდა და კმაყოფილი იყი თამაშით, აქ იგებს და უკმაყოფილოა... მოკლედ ჩამოყალიბდეს აწი
ნიმბუსი
11:41 22-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული