მიქაუტაძემ ამჯერად ვერაფრით გაგვახარა, მისი გუნდი კი კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-12 ტურში „სერენი“ საკუთარ მოედანზე „შარლერუასთან“ 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში მოედანზე პეტარდები ისროლეს და მატჩი გარკვეული დროით შეჩერდა.

მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან ორი მომენტი შექმნა - 45-ე წუთზე გიორგის განივი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ხოლო 71-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. Nieuwsblad-ი მატჩის რეპორტაჟში აღნიშნავს, რომ ქართველი კარგ ფორმაშია. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 5 გოლია და ამას გარდა, თასზე 3 გოლი გაიტანა.

„სერენმა“ ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია,
12 ქულით მე-15 ადგილზეა და 30 ოქტომბერს, მე-13 ტურში გასვლაზე „ბეერსხოტს“ დაუპირისპირდება, იქამდე კი 27 ოქტომბერს თასზე „სენტ-ტრუიდენს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული