ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ოქრის" ბრწყინვალე გოლი დაუფასდა [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის 1-ელი დივიზიონის მე-6 ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა "ახნასს" ულამაზესი ჯარიმა გაუტანა საუკეთესო გოლის სტატუსი დაიმსახურა.


"ოქრიმ" საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაშიც ლომის წვლილი დადო, შეგახსენებთ, "აპოელმა" მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გამოკითხვაში ჩვენებურმა საერთო ხმების 51% დაიმსახურა, მე-2 ადგილზე (42%) "აელის" მცველის, აულეს გოლი გავიდა.

შეგახსენებთ, 6 ტურის შემდეგ "აპოელს" 6 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 24 ოქტომბერს, "არისთან" გამართავს.

მომზადებულია kerkida-ს მიხედვით