ბელგიელებს ჩაკვეტაძის იმედი აქვთ

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე ნელ-ნელა კარგ ფორმაში შედის, რაც ბელგიურ მედიას უყურადღებოდ ნამდვილად არ რჩება.

"გენტი" ნელ-ნელა ფორმაში შედის, კონფერენს ლიგის მე-3 ტურის მატჩში ბელგიელებმა ბელგრადში პარტიზანი 1:0 დაამარცხეს.

ამ შედეგის გათვალისწინებით "გენტი" "გენკთან" გასამართ შეხვედრას მშვენიერ ხასიათზე ხვდება. მეტიც, გუნდის ლაზარეთი ფაქტობრივად დაცარიელებულია, აქედან გამომდინარე მთავარ მწვრთნელს კარგი მატჩის ჩასატარებლად დიდი რესურსი აქვს, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე როგორც იქნა დაბრუნდა და ძველ ფორმას იბრუნებს, მისი კარგი თამაშით კი გუნდიც იხეირებს" - წერს voetbalnieuws.

შეგახსენებთ, "გენკისა" და "გენტის" დაპირისპირება ხვალ, 24
ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია voetbalnieuws-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახეთ,გიორგის როგორი პრესა აქვს ბელგიაში და კვარაცხელიას როგორი,გიოს ყოველთვის კარგად მოიხსენიებენ ბელგიელები, კვარას კი აქილიკებენ და ყველაფერში მას ადანაშაულებენ
გიორგი
24 ოქტომბერი 2021 16:16
1
წარმატებები გიოს!!! ფორმის ფორსირება საჭირო არ არის. გაზაფხულზე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს!!!
tngh
24 ოქტომბერი 2021 15:33
0
ფრთხილობს ჯერ და ეს ცუდი არ არის. მთავარია ახლა ტრავმა აირიდოს. საჩქარო არაფერია, ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიდის და თამაშიდან თამაშამდე უმატებს . თუ ასე გაგრძელდა და ღმერთმა ქნას უსიამოვნო სიურპრიზები ავირიდეთ, სადღაც 2-3 თვეში სრულად ექნება ფორმა აღდგენილი.
არტ
24 ოქტომბერი 2021 01:10
0
ძალიან სასიხარულო ამბავია რომ გიორგი დაბრუნდა გენტის ძირითად შემადგენლობაში ახლა მთავარია ნელ ნელა თამაშიდან თამაშამდე ჩადგეს ფორმაში დაიწყოს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება .
ეს სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია გიორგის კარიერისთვის და აუცილებლად შედეგიანად და წარმატებით უნდა დასრულოს.
გიო
23 ოქტომბერი 2021 22:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული