ხვიჩა დღეს ახალი ვარცხნილობით ითამაშებს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "რუბინი" სტუმრად აუტსაიდერ "უფას" შეხვდება. ყაზანური გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გუშინ საღამოს ჩაფრინდა ბაშკირეთის დედაქალაქში.

კლუბის საიტმა ქართველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც თმა შეიჭრა და წარწერაც დაურთო: "ხელი ასწიეთ, ვის მოსწონს კვარას ახალი ვარცხნილობა?"

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოთოვა, რაც მოედნის ხარისხზე მოქმედებს, მოედნის ხარისხი კი საწვრთნელ პროცესზე ახდენს გავლენას, სინოპტიკოსები ყოველთვის ვერ ახერხებენ ამინდის პროგნოზირებას, მით უმეტეს მას ამის გაკეთება უჭირს, "უფას" სტადიონზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია და იქ ვარჯიშს არ აპირებენ, რადგან ეს უსარგებლოა.

"უფასა"
და "რუბინის" მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ბიჭი დაკოპლექსდა და დაიგრუზა მსგავსი დამოკიდებულებით. ისედაც ყველა მეორე სტატია მასზეა და ამას მის თმაზე აქცენტიც ერთვოდა. ძნელია მის ადგილას თავი წარმოიდგინო და სიმშვიდე შენარჩუნო.
თვენი არ ვიცი და მე ვადევნებდი სულ თვალყურს რუბინის ინსტაგრამ და ტიკ-ტოკ გვერდებს. სულ ყურადღების ცენტრში იყო ხვიჩა. ვარჯიშებზეც ყველა კამერა მასზე იყო მიმართული. რაღაცას წაიმღერებდა, აუზში გადახტებოდა თუ თავისი დამტვრეული რუსულით ორ სიტყვას იტყოდა, ყველაფერს უღებდნენ და დებდნენ, რეიტინგისთვის. ყველა მის ვიდეოს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, დანარჩენი გუნდელებისას 9-10 ლაიქი სულ...
აქ როცა მსგავსი რაღაც დაიდებოდა, ჩვენი ზოგიერთი გულშემატკივარი ნეგატიურ კომენტარებს წერდა, რაში გვაინტერესებს აუზში გადახტა თუ რა გააკეთაო, არადა ყველა ცივილური საფეხბურთო კლუბი დებს თავიანთ რეიტინგულ ფეხბურთელებზე მსგავს სასაცილო ვიდეოებს და ვარჯიშის და ფეხბურთის გარეთაც გვაცნობს თავიანთ ვარსკვლავებს. რა მოხდა მერე თუ დებდნენ ხვიჩაზე რამე სასაცილო და საყვარელ ვიდეოებს, ეს ცუდ კონტექსტში არასოდეს ყოფილა. პირიქით ქართველებმა მივეცით ყველაფერს ცუდი კონტექსტი.
იმის თქმა მინდა, რომ ბოლო დროს მსგავსი ვიდეოები აღარ იდება ხვიჩაზე თვითონაც გაბუსული ვარჯიშობს და ძაანაც რომ უნდოდეთ მხიარულ და სასაცილო ვიდეოებს ვეღარ გადაუღებენ.
როგორც სლუცკიმ თქვა კვარა მიბმულია თავის სამშობლოზე და გულშემატკივარზე.
არვიცი,რატომ იყო გასაკვირი და დასაბოღმი 20 წლის ბიჭი მხიარულ ვიდეოს თუ გადაიღებდა (უფრო სწორად გადაუღებდნენ) და რატომ ხდებოდა ეს მუდამ განხილვის საგანი. ადამიანები ერთმანეთს ბედნიერების და "ცანცარის" საშუალებას რატომ არ აძლევენ, მაგ პერიოდში იყო ზუსტად რომ გახარებდათ თავისი კარგი თამაშით და აქ თუ რამე მხიარული ვიდეო დაიდებოდა მისი, მიდიოდა ლანძღვა-გინება.
რაც შემოდგომა დაიწყო მისი ერთი ვიდეოც აღარ დადებულა მსგავსი.
იმედია ისევ ისეთი ბავშვური და ხალისიანი დაბრუნდება და ვიღაცეები ვერ მოახერხებენ მისთვის ამ სილაღის წართმევას.

Skeleton
10:33 24-10-2021
2
მადლობა ღმერთს. რამდენჯერ დავწერე ეს თმა სულ ხელს უშლიდა, სულ მის სწორებაში იყო. სულ ვფიქრობდი, ნუთუ არავინ არის რომ გააგებინონ და თმა შეაკრეჭინონ. გარბიხარ და ეს თმები თვალებში გებლანდება. აქამდე სად იყო, ვერავინ ვერ მიხვდა?!
badri
12:04 24-10-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული