ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა დღეს ახალი ვარცხნილობით ითამაშებს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "რუბინი" სტუმრად აუტსაიდერ "უფას" შეხვდება. ყაზანური გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გუშინ საღამოს ჩაფრინდა ბაშკირეთის დედაქალაქში.

კლუბის საიტმა ქართველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც თმა შეიჭრა და წარწერაც დაურთო: "ხელი ასწიეთ, ვის მოსწონს კვარას ახალი ვარცხნილობა?"

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოთოვა, რაც მოედნის ხარისხზე მოქმედებს, მოედნის ხარისხი კი საწვრთნელ პროცესზე ახდენს გავლენას, სინოპტიკოსები ყოველთვის ვერ ახერხებენ ამინდის პროგნოზირებას, მით უმეტეს მას ამის გაკეთება უჭირს, "უფას" სტადიონზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია და იქ ვარჯიშს არ აპირებენ, რადგან ეს უსარგებლოა.

"უფასა"
და "რუბინის" მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ