ოქრიაშვილმა ვირუსის გამო ვერ ითამაშა - არცერთი ქართველი "აპოელის" ძირითადში

AutoSharing Option
"აპოელმა" კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო - სტუმრად "არისს" 1:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ ნიქოზიელთა ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა - მურთაზ დაუშვილის ტრავმის შესახებ ისედაც ცნობილი იყო, შეხვედრაში მონაწილეობა ვერც თორნიკე ოქრიაშვილმა შეძლო. როგორც philenews-ი წერს, ამის მიზეზი ვირუსი იყო და მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, თორნიკეს დასვენება გადაწყდა.

გიორგი ქვილითაია შეხვედრაში 68-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის ერთადერთი გოლი ამის შემდეგ გავიდა - თავი ბრაზილიელმა ლუკასმა გამოიჩინა.

"აპოელი" 9 ქულით უკვე მე-6 ადგილს იკავებს და 30 ოქტომბერს ავთო ებრალიძის "დოქსას" ესტუმრება.

altკვიპროსული

მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაურის გამო ვგუგლე ვისური და სტატიის წაკითხვამ ამიხილა თვალი...:))
საბა
11:31 25-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული