რუსული გავლენიანი გამოცემა ხვიჩას გოლის ეპიზოდს განიხილავს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის 34-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ქართველისთვის შედეგიანი დარტყმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან გამეორებიდან ჩანდა, რომ "თათრების" ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

Sportall.Ge

რუსული sport-express-ი ამ თემაზე საუბრობს:

"რუბინის" დიდხნიანი შეტევის შემდეგ ანდერს დრეიერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, შემდეგ კი ეპიზოდზე აშკარა ზეგავლენა მოახდინა. სწორედ მისი დარტყმის შედეგად გადაგზავნა ხვიჩამ ბურთი კარში. ერთადერთი გზა ამ გოლის
გაუქმებისა ესაა და სწორედ ასე შეიძლება აიხსნას არბიტრების გადაწყვეტილება".

Sportall.Ge

თუმცა გავლენიანი საიტი იმასაც ამბობს, რომ ხაზები, რომლებიც VAR-ზე გადამოწმების დროს აჩვენეს, ამ გადაწყვეტილების უტყუარობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

შეგახსენებთ, ყაზანური კლუბი 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს, ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლი იყო, მარა სხვა დანარჩენი გოლები სად არის, რომ არ გვინახავს? გაეტანათ და მოიგებდნენ, მარა ნიჩია იყო ამ თამაშის სამართლიანი შედეგი..
კ ო მ ბ ლ ე
25 ოქტომბერი 2021 18:25
0
ეს რა ფორმა შემოიღეს - "კითხვის ნიშანს აჩენს", აჩენს "კითხვას" მაინც დაწერონ.
ისე კითვასაც არ აჩენს, აშკარად ჩანს, რომ მცველი უფო ახლოს არის კართან.
ეტყობა მსაჯსაც და ვარსაც მიხატული თვალები აქვთ
ლევანი
25 ოქტომბერი 2021 15:02
0
კარგია რომ განიხილავენ, არ იყო ეგ გოლი თამაშგარე და ტყუილად გააუქმეს, თუმცა აწი აღარაფერი შეიცვლება სამწუხაროდ.
ხვიჩას ძალიან სჭირდებოდა ეს გოლი.
Herbst
25 ოქტომბერი 2021 14:50
0
სტატისტიკაში არ შევიდა,თორემ ხვიჩამ მშვენიერი გოლი გაიტანა და თვითონ არ ყოფილა თამაშგარეში.ასე რომ შემფასებელი ამ ეპიზოდს,გოლის ჩათვლის გარეშეც კარგად შეაფასებს.თუ ვინმე მისით დაინტერესებულია,მის ამ გოლსაც აქტივში ჩაუთვლის.
სოსო
25 ოქტომბერი 2021 16:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული