"ჩვენ ის სკამზე შეცდომების გამო არ დაგვისვამს..." - ბორდალასი გიორგიზე საუბრობს

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

"ჩვენ გუნდში რამდენიმე კარგი მეკარე გვყავს. საუბარი არ შედგება, რადგან დახურული არაფერია. ისინი მზად არიან, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ახლა სილესენი თამაშობს, თუმცა იქ 3 მეკარეა, რომლებიც თავს მართლაც რომ მშვენივრად წარმოაჩენენ. ოჩოტორენასთან (მეკარეების მწვრთნელი) ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მამარდაშვილს არ ეკისრება, რადგან გაშვებულ გოლში მხოლოდ მეკარე არ ცდება. ჩვენ ის სკამზე შეცდომების გამო არ დაგვისვამს, უბრალოდ მის
ასაკთან შედარებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა" - განაცხადა ხოსემ.

შეგახსენებთ, 10 თამაშის შემდეგ "ღამურები" 13 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი დღეს, 27 ოქტომბერს, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია futbolfantasy-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორი მიდგომაა, ასე უცბად ახალბედა შეუცვლელი არავინ გამხადარა და ვერც მამარდაშვილი გახდებოდა. მას აუცილებლად მიეცემა შანსი და არა ერთხელ. დარწმუნებული ვარ უფრო თავდაჯერებული იქნება და შანს გამოიყენებს. სანაკრებო ექსპერიმენტში ბულგარეთან სანიოლს მამარდაშვილი არ უნდა დაეყენებინა.
G.LA
27 ოქტომბერი 2021 14:16
1
ამხანაგურ მატჩში თუ არა,აბა სად უნდა გამოეყვანა პირველად?სანიოლი სწორად მოიქცა,მაგრამ ექსპერიმენტის ზომაში გადააჭარბა და საპირისპირო შედეგი მიიღო.რომ არ დაეყენებინა,მაშინ სრულიად სამართლიანი იქნებოდა მისი კრიტიკა,საქმეში ნახვაც კი არ უნდაო,იტყოდნენ.არა უშავს,ტალანტია და ეს ყველამ ვიცით.რუსებს აქვთ ასეთი ანდაზა:-"პერვიი ბლინ,კომომ".პირველი ბლინი,კუტია,დაახლოებით ამას ნიშნავს თარგმანში.როცა პირველი გამოჩენა წარუმატებელია,თუ არ გატყდი,მომავალში წარმატების უფრო მეტი შანსი გაქვს.ეს, მომავალი წარმატებების ნიშნად ითვლება.მამარდასაც წარმატებული მომავალი ელის და ამაში დარწმუნებული ვარ.
სოსო
27 ოქტომბერი 2021 18:58
0
ადრე დავწერე და კიდევ გავიმეორებ, ბორდალასი გამოცდილი მწვრთნელია და არ უნდა შეშლოდა, ნაკრებიდან დაბრუნებული მეკარე, რომელმაც ოთხი ბურთი გაუშვა ერთი-ორი თამაში ონდა გამოეტოვა. გონს მოვიდოდა, წაგებას გაანალიზებდა, თამაში მოენატრებოდა და ისევ ძველი მამარდა იქნებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
27 ოქტომბერი 2021 17:23
1
რომ არ დაეყენებინა, მაშინ ნახავდით რომ ცას შესწვდებოდა ქართველი გულშემატკივარის ლანძღვა-გინება სანიოლის მისამართით!
SILVERMARCS
27 ოქტომბერი 2021 16:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული