ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჩვენ ის სკამზე შეცდომების გამო არ დაგვისვამს..." - ბორდალასი გიორგიზე საუბრობს

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

"ჩვენ გუნდში რამდენიმე კარგი მეკარე გვყავს. საუბარი არ შედგება, რადგან დახურული არაფერია. ისინი მზად არიან, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ახლა სილესენი თამაშობს, თუმცა იქ 3 მეკარეა, რომლებიც თავს მართლაც რომ მშვენივრად წარმოაჩენენ. ოჩოტორენასთან (მეკარეების მწვრთნელი) ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მამარდაშვილს არ ეკისრება, რადგან გაშვებულ გოლში მხოლოდ მეკარე არ ცდება. ჩვენ ის სკამზე შეცდომების გამო არ დაგვისვამს, უბრალოდ მის
ასაკთან შედარებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა" - განაცხადა ხოსემ.

შეგახსენებთ, 10 თამაშის შემდეგ "ღამურები" 13 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი დღეს, 27 ოქტომბერს, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია futbolfantasy-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ