"აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა..." - ცნობილი რუსი მსაჯი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
tnv.ru-მ ცნობილ რუს მსაჯ სერგეი ხუსეინოვთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი ყაზანის "რუბინს" და გუნდის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო - ჩვენ სწორედ ამ მომენტს გთავაზობთ.

- "რუბინს" ერთი შეხედვით კარგი შემადგენლობა ჰყავს, რუსეთის ჩემპიონატის სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ...

"სახელების მიხედვით შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად დაწეულია. აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა.

წინა სეზონში ყველა კუთხიდან ისმოდა, ხვიჩა, ხვიჩა... სულ იყო საუბრები, სად წავა ის, სად? მანჩესტერში? და ადამიანი ძალაუნებურად უმცირებს საკუთარ თავს მოთხოვნებს.

ეს დამახასიათებელია კავკასიური წარმოშობის ფეხბურთელებისთვის.
შედეგად რას იღებ? სათამაშო ფორმის დაკარგვას. "რუბინის" შემადგენლობა სახელების მიხედვით კარგია, მაგრამ თამაშის მიხედვით - არა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინა დღეს შენ "ზენიტთან" შეიძლება ძალიან მაგრად ითამაშო, მაგრამ ხვალ ყოველთვის ახალი ისტორია და თამაშია. საჭიროა ამის დადასტურება ნულიდან, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეების მენტალიტეტი, სამწუხაროდ, ასეთი არ არის, როგორიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.

სად გინახავთ, რომ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ და სხვადასხვა ელემენტის დამუშავებაზე მუშაობდნენ? იმიტომ, რომ ამას არავინ აიძულებს? მაგრამ რატომ აკეთებს კრიშტიანო რონალდო ამას საკუთარი სურვილით? ან იბრაჰიმოვიჩს ვინმე აიძულებს ვარჯიშის შემდეგ დამატებით მუშაობას? არც მიულერს და არც ლევანდოვსკის.

სლუცკი, ისე, როგორც არავინ, გრძნობს ამ განსხვავებას. მან თუმცა ცოტა ხნით, მაგრამ მაინც იმუშავა რუსეთის საზღვრებს გარეთ. იქ არ არის საჭირო, ფეხბურთელებს კუდში სდიო და ეძახო, მაღაზიებში არ იაროთ, "დოშირაკი" და ჩიპსები არ ჭამოთ, ალკოჰოლს არ მიეძალოთ. ყველა ეს ობიექტური მიზეზი არის ის, რის გამოც "რუბინმა" დაკარგა საკუთარი სამაგალითო სახე წინა სეზონის შემდეგ.

ასევე, პანდემიაც მოქმედებს. შეხედეთ, როგორ დაიწყო "როსტოვმა" სეზონი. ამის გამო პატივცემულ ვალერი კარპინს წასვლა მოუწია. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ნუთუ წავიდოდა? რა თქმა უნდა, არა. საქმე იმაშია, რომ პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო ხარისხიანი წინასასეზონო შეკრება გაევლოთ. შედეგად რას ვხედავთ? ჩერჩესოვს გამოჰყავს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე და ისინი მოედანზე ძლივს სუნთქავენ, ზუსტად ამ არასრულფასოვანი წინასასეზონო შეკრების გამო", - ამბობს ხუსეინოვი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ არის საჭირო ყველა სტატიის თარგმნა რაც რუსეთში იწერება
ბექა
16:48 27-10-2021
4
მართლაც რა თქვა აქ ჰუსეინოვმა გამოსაქვეყნებელი?ცოტათი კბილი გაჰკრა და მერე დააყოლა,რუსებიც ასევე არიანო.არა მგონია ხვიჩას ვარჯიშისადმი დამოკიდებულება შეცვლოდა.ჩემი აზრით,მასზე უფრო ცუდად ტრავმებმა და მერე გულშემატკივრების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებამ იმოქმედა.თვითონაც იმედგაცრუებულ და ტრავმებით დათრგუნულ ბიჭს,ისეთი ქვა და ტალახი ვესროლეთ,სულ დაიბნა.ასეთ რამეს,ნამდვილად არ ელოდა.ახლა, გულშემატკივრების უმრავლესობა უკვე მიხვდა შეცდომას და ხვიჩაც თანდათან გამოდის კრიზისიდან.რუბინს, გოლის გამტანი ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.ეს დესპოტოვიჩია და უმისოდ,რუბინს შარშანაც ძალიან უჭირდა გოლების გატანა.გამოჯანმრთელდება დესპოტი და რუბინიც საკუთარ თავს დაემსგავსება.
სოსო
19:24 27-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული