ბელგიის თასის 1/16-ფინალში "სერენმა" სახლში დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "სენტ-ტრუიდენი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც 1:2-ს აგებდნენ. ქართველმა თამაში გაამწვავა. 81-ე წუთზე მისი პასით მაზიზმა ანგარიში გაათანაბრა, 85-ე წუთზე კი "ჟორჟის" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებითი დრო დაინიშნა.
გიორგი კვლავ აქტიურობდა. 102-ე წუთზე ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ხოლო 104-ეზე მაზიზმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლევან შენგელიას "ლეუვენმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა მეორე დივიზიონის "ლიერსი". ჩვენებური
თავდამსხმელ სორი კაბასთან ერთად უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ შევიდა შეცვლაზე. სწორედ ამის შემდეგ უკეთ ათამაშდა მათი გუნდი და კაბას დუბლით გაიმარჯვა.