გუნდს თამაში არ გამოსდიოდა, ბერიძემ კი მშვენიერი გაიტანა - უნგრული მედია "უიპეშტის" სათასო შანსებზე

AutoSharing Option
გიორგი ბერიძის კარგ თამაშსა და მისი კლუბის ბოლოდროინდელ მდგომარეობას Nemzetisport-ი გამოეხმაურა. ქართველი შემტევის დუბლმა "უიპეშტი" უნგრეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა:

"უიპეშტმა" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, გულშემატკივრებისთვის სადღესასწაულო დღეები ეჩუქებინა. ამას პანდემია, ტრიბუნაზე დასწრების აკრძალვა და უარყოფითი შედეგები მოჰყვა. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად ისევ ჩაბა ჩიზმანდია დაბრუნდა, რომელმაც ძველ-ახალი მოთამაშეებისგან სათამაშო სქემა გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ფილოსოფია იგივე დატოვა.

გუნდი თასის მოქმედი გამარჯვებულია და "უიპეშტში" ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირზე  წარმატებას ისევ მიაღწევენ.

"ბუდაფოკთან" (2:1) გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ბერიძე იყო. მაშინ,
როცა გუნდს კომბინირებული თამაში აღარ გამოსდიოდა და შეხვედრა ფრისკენ მიდიოდა, ქართველმა შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და მასპინძლებს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა."

24 წლის ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლი მარტის თამაშების შემდეგ აღარ ენდობა, "უიპეშტში" უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურება. უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსნების უახლოესი მეტოქე ლუკა ლაკვეხელიანის "მეზოკოვეშდი" იქნება, რომელიც მე-6 პოზიციას იკავებს.

altბერიძემ დუბლით "უიპეშტი" მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგაა სიმართლე? რა ფიზიკაშიაქ მოსამატებელი, რაკეტასავითაა ბიჭი. ქვილიტაიას 10 მეტრიან დისტანციაზე 40 მეტრს პერიოდს მისცემს, გოლის გამტანია, ტექნიკურია და რა მერე გარემარბს რომ თამაშობს? მწვრთნელის ხედვაზეა სად დააყენებს ფეხბურთელს. შემტევის გამოყენება, შეტევის ნებისმიერ პოზიციაზეა შესაზლებელი, საყრდენიდან თავდასხმის ჩათვლით. რავა გამოსცადეს და არ გაამართლა? იმ ბათუმელებსაც სჯობს. სხვა საქმეა რომ ეროვნულში ინტერესი დაინერგოს. მარა გვყავს რამოდენიმე ფეხბურტელი, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ შანსს. ასეთი 3-4 ფეხბურთელი მეგულება მინიმუმ. ვნახოთ ნოემბერში ვის გამოიძახებს
ლევან მაღლაკელიძე
31 ოქტომბერი 2021 03:25
0
ქვილითაია ფეხბურთელია?თუ გახსოვთ,ბოლოს გოლი როდის გაიტანა?
სტატუს ქუო
28 ოქტომბერი 2021 17:46
0
ბერიძე ქვილითაიას აღარ სჯობია? არც მონდომება აკლდა ამ ბიჭს იმ თამაშებში, რაც ითამაშა ნაკრებში. ქვილითაია თუ ამდენ შანსს იმსახურებს, ამ ბიჭმა რა დააშავა მართლა ვერ გავიგე, იქნებ ვინმემ მიპასუხოს კომენტარებში მაინც?
28 ოქტომბერი 2021 15:21
0
ქვილითაიას კი სჯობია, მაგრამ აქ ორი მომენტია: 1) ქვილითაია ცენტრფორვარდია, მაშინ როდესაც ბერიძე გარემარბია (ანუ განსხვავებული ამპლუის მოთამაშეები არიან); 2) ბერიძეს ფიზიკაში აქვს მოსამატებელი, რადგან ნაკრების თამაშებში რაც ვუყურე, მონდომების მიუხედავად, ყოველ ჯერზე წაიქცა რამდენჯერაც მოწინააღმდეგემ მხარი ჩაუდგა ან მჭიდრო ორთაბრძოლაში შევიდა მასთან
სიმართლე
29 ოქტომბერი 2021 01:20
0

სიახლეები პოპულარული