კვიპროსის ჩემპიონატზე "ომონიას" 1:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და თავის ჩვეულ, ირონიულ სტილში კრიტიკოსებს მიმართა.
"ბოლო 2-3 კვირა ჩვენთვის შედეგების მხრივ ადვილი არ იყო, მინდა ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცო. აქ ამ გუნდის ძლევა ადვილი არაა. ამით ჩვენი სამუშაო არ მთავრდება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პოზიციები დავთმეთ, მაგრამ სხვებმაც დათმეს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ასევე უნდა გავაგრძელოთ.
ვთვლით, რომ საუკეთესო გუნდი და კარგი ფეხბურთელები გვყავს. მეტი ქულების მოპოვება შეგვეძლო. გასულ კვირაში ისინი ამბობდნენ, რომ მე ყველაზე
ცუდი მწვრთნელი ვარ, ხოლო ახლა აპირებენ თქვან, რომ საუკეთესო ვარ. ჩვენ ჩვენს ძალისხმევას ვაგრძელებთ", - ციტირებს ქეცბაიას 24sports.