ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჟანიძის ბოდიში თანაგუნდელს და ფიფას აღიარება

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ჰათაისპორმა“ სახლში საბა ლობჟანიძის გოლით 1:0 სძლია „ბეშიქთაშს“ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. საბა ელ კააბის დარტყმულ ბურთს, რომელიც კარში გადიოდა, კარის ხაზზე შეეხო და გოლი მას ჩაეთვალა. ნამატჩევს ქართველმა თანაგუნდელს თავისი „ფეისბუქის“ გვერდით მოუბოდიშა:

„ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ბეშიქთაშის წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ თავს ცუდად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ვაღიარებ, რომ ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას მთელი გულით ბოდიშს ვუხდი“.

„ჰათაისპორმა“ ფიფას პოსტი გამოაქვეყნა - ჩვენი გუნდის
წარმატება ფიფას დღის წესრიგში:

. 2007/08: თურქეთის სამოყვარულო ლიგაში გავარდნა.
. 2019/20: პირველად ისტორიაში სუპერლიგაში აღზევება.
. 2021/20: ტიტულის პრეტენდენტი.
. შეძლებენ თუ არა საბა ლობჟანიძე და „ჰათაისპორი“ სენსაციური ისტორიის წარმატებით დაგვირგვინებას?