"გენტი" დამარცხდა - ჩაკვეტაძე "პარტიზანთან" უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სახლში 0:2 დამარცხდა ლიდერ "უნიონთან", რომელიც ჟუპილერ ლიგაში წელს გადავიდა.

"გენტს" მცირე ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარა, გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კი თქვა, რომ ორჯერ ბურთი ხარიხას გაარტყეს, პენალტი ვერ გამოიყენეს, უბრალოდ არ გაუმართლათ და შეგირდების თამაშით უკმაყოფილო არ არის.

"გენტი" 17 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 ნოემბერს სტუმრად გიორგი მიქაუტაძის "სერენს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 4 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე "პარტიზანს" უმასპინძლებს და სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში ჩაკვეტაძე მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული