ხვიჩა მსოფლიოს დრიბლიორებში მეშვიდეა

AutoSharing Option
CIES Football Observatory-მ, რომელიც საფეხბურთო სფეროში გამოკვლევებს ატარებს,  InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე სეზონის მსოფლიოს 33 ლიგის ყველაზე აქტიური დრიბლიორების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგი ფეხბურთელთა 100 წუთის განმავლობაში წარმატებული დრიბლინგის მიხედვით შეადგინეს, რომელშიც "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

პირველ ადგილზე ადამა ტრაორეა ("ვულვერჰემპტონი", 11.2), მეორეზე - ნაუელ ლუანი ("უნივერსიდად დე ჩილე", 9.7), მესამეზე - ჩიდერ ეჯუკე (ცსკა, 9.3), კვარაცხელიას ანგარიშზე 7.6 წარმატებული დრიბლინგია.

და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს და წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისი მაჩვენებელი
ფორმაში ჩადგომის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოუსმინეთ სლუცკიმ რა თქვა? ყველაზე მეტად განიცდიდა საქართველოდან წასულ გზავნილებს, პრესის და გულშემატკივრისო.
ძალიან ეწყინა ქართველები რომ წერდნენ თითქოს ფულის გამო არ წავიდა ევროპაში და ფულის გამო დარჩა რუსეთშიო. მე არ ვიცი ეგ სად წაიკითხა ხვიჩამ მაგრამ ვიცი, რომ წერდნენ. უბრალოდ ყველამ ჩაიხედოს თავის გულში და საჯარო სივრცეში ეგეთი რამეები არ დაწეროს, ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს.
მართალია ვერავის ვერაფერს აუკრძალავ და კომენტარში მაინც ყველას უნდა ჰქონდეს ყველაფერის უფლება მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონებიც და ეს გულშემატკივარმა თავად თუ არ შეიგნო, სამწუხაროდ სხვა გზა არ არსებობს.
იმედია გაიზრდება ისიც და გამოცდილებასთან ერთად ისწავლის ნეგატიური დამოკიდებულების და ცუდი კომენტარების დაიგნორებას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხვიჩაზე მაინც არ უნდა თქვას ქართველმა გულშემატკივარმა, რომ ფული აინტერესებს მხოლოდ და ასე შემდეგ. დიდი სირცხვილია ეს.
Winter
18:36 02-11-2021
3
რა კომენტარებია, თქვენ მაინც დაანებეთ თავი, ისედაც ყველამ გადაუარა ვისაც არ დაეზარა :დ
ხომ თქვა სლუცკიმ, რუსული პრესის კრიტიკას არ განიცდის, ქართველებისგან წასულ ჰეითს და ნეგატივს განიცდის ყველაზე მეტადო და დაანებეთ რააა :(
Michael
14:33 02-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული