გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ 71-ე წუთზე მრაზს საგოლე გადაცემა გაუკეთა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო.
ბრატისლავური გუნდის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოგებით გახარებული იყო, თავისი ზოგიერთი ფეხბურთელის თამაში არ მოეწონა, თქვა, რომ „ლინკოლნთან“ 6 ქულა აიღეს და ახლა პაოკ-ის ძლევას შეეცდებიან.