"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

AutoSharing Option
"როსტოვთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის გასვლით მატჩში (1:5) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და "სოჭისთან" შემდეგი ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. მან მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა, "სპორტ-ექსპრესი" კი მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრ სასჯელს იმსხურებდა და გასაძევებელი იყო:

"არბიტრმა შეცდომით არ გააძევა სარკაზმისა და აპლოდისმენტების გამო კვარაცხელია. დასავლეთ ევროპაში ამისათვის მოედნიდან აგდებენ და დისკვალიფიკაციით სჯიან.

56-ე წუთზე მსაჯმა პაველ შადიხანოვმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა თავისი მოვალეობა და მხოლოდ ერთხელ მიმართა დისციპლინარულ სანქციას სტუმართა გუნდის მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ.

ის მან არასპორტული
საქციელის გამო გააფრთხილა, რის შესახებაც სარეზერვო მსაჯმა დმიტრი სტრელცოვმა აცნობა. ყვითელი ბარათის საპასუხოდ ფეხბურთელმა ტაში დაუკრა - ჯერ მსაჯს, შემდეგ კი, შემობრუნებულმა, სტრელცოვსაც.

ასეთი ჟესტები უთანხმოების დემონსტრირებად მიიჩნევა და მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში ისჯება - როგორც დისციპლინარული სანქციით მსაჯების, ასევე დისკვალიფიკაციით შესაბამისი კომიტეტის მხრიდან.

შადიხანოვმა კვარაცხელია არ გააძევა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
დასავლეთში, უხეშობისთვისაც აძევებენ მოედნიდან.ეს,სამწუხაროდ ავიწყდებათ.როცა მწვრთნელი ფეხბურთელებს უყვირის,ფეხებში მაგრად შემოჰკარითო,კვარაცხელიას,არც მაგაზე დახუჭავენ თვალებს,მაგრამ ეგ რა სალაპარაკოა.საქმე ხომ კვარაცხელიას ეხება,უცხოეთში წასვლა რომ მოინდომა.ასე არ არის,"სპორტ ექსპრეს"?რაკი ჩვენთან არ უნდა,დასაჯეთ,დაამტვრიეთ,ფეხი მოსტეხეთ,რომ აქედან გაღწევა ვერასოდეს შესძლოს!1989 წლის 9 აპრილსაც, სწორედ მაგის გამო ჩაგვიხოცეს გოგონები და ქალები და 1953 წლის 9 მარტსაც,სტუდენტები და ახალგაზრდობა.წლები გადის,მაგრამ არაფერი იცვლება,დეკორაციების გარდა.
სოსო
21:57 08-11-2021
4
იმედია არ გადაიხედება და უფრო მკაცრად არ დასჯიან.
ეგ ჟესტები უნდა დაივიწყოს და პროფესიონალურად მიუდგეს ფეხბურთს.
მესმის, ძალიან ახალგაზრდაა და ემოციები ჭარბობს, მაგრამ არაფერს მოუტანს ეგ საქციელი:(
წარმატებები კვარა!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული